(VIDEO) ფრანგი კომენტატორის რეაქცია "კვარას" გოლზე - "დუბლი რომ შეასრულოს ვერ გაუძლებს, გასასვენებელი გახდება"
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში პსჟ-მ "ასტონ ვილა" დაამარცხა.
მასპინძელთაგან მეორე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ქართველმა რამდენიმე ცრუმოძრაობის შემდეგ მარცხენა ფეხით ემილიანო მარტინესს ახლო კუთხეში გაუტანა.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გოლის გატანა მოახერხა.
ქართველი ფეხბურთელის შესანიშნავ თამაშს ფრანგი კომენტატორის რეაქციაც მოჰყვა, რომლის ვიდეოც სოციალურ ქსელში გავრცელდა.