ამერიკელები რუსებს ხვდებიან - რა ხდება სტამბოლში?! - კვირის პალიტრა

ამერიკელები რუსებს ხვდებიან - რა ხდება სტამბოლში?!

სტამბოლში რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსული მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებები სტამბოლში რუსეთის გენერალურ საკონსულოში მიმდინარეობს და მხარეები ქვეყნებს შორის დიპლომატიური მისიების ნორმალიზების საკითხებს განიხილავენ.

შეხვედრაზე მოსკოვს აშშ-ში რუსეთის ელჩი, ალექსანდრე დარჩიევი, ხოლო ვაშინგტონს რუსეთისა და ცენტრალური ევროპის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, სონატა კოლტერი წარმოადგენს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრუსმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის საკითხს არ განიხილავენ და მხოლოდ საელჩოების მუშაობის შესახებ ისაუბრებენ.

ცნობისთვის, აშშ-სა და რუსეთს შორის საელჩოების ნორმალური ფუნქციონირების საკითხების შესახებ პირველი შეხვედრა სტამბოლში 27 თებერვალს გაიმართა.

"ინტერპრესნიუსი"