"მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და აპარატზე ჰყავდათ" - ბიჭი, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ორსული მეუღლე ავარიაში დაეღუპა, გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და აპარატზე ჰყავდათ" - ბიჭი, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ორსული მეუღლე ავარიაში დაეღუპა, გარდაიცვალა

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაიცვალა 20 წლის ანდრია ბაუჟაძე, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში 6 თვის ორსულ მეუღლესთან ერთად ავარიაში მოყვა. რამდენიმე თვის წინ მომხდარ ავარიაში დაიღუპა ანანო ხურციძე, ანდრია კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფებოდა.

ქვედა სამების საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

screenshot-2025-04-10-125710-1744275658.png

"ქვედა სამების საჯარო სკოლა ღრმა გულისტკივილით და მწუხარებით იუწყება ჩვენი საყვარელი მოსწავლის, ანდრიანოს (რომლის ორსული მეუღლე რამდენიმე თვის წინ ტრაგიკულად დაიღუპა) ნაადრევი გარდაცვალების შესახებ.

ანდრიანო იყო კეთილი, ნიჭიერი და სიცოცხლით სავსე ბიჭი. მისი დაკარგვა უდიდესი ტკივილია ჩვენი სკოლის საზოგადოებისათვის.

ვუსამძიმრებთ ანდრიანოს ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და კლასელებს.

ვიზიარებთ მათ ტკივილს და ვდგავართ მათ გვერდით ამ რთულ დროს.

მშვიდად განისვენე, ანდრიანო…" - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

20 წლის ანდრია ბაუჟაძე 6 თვის ფეხმძიმე მეუღლესთან ერთად ავარიაში 2024 წლის ოქტომბერში მოყვა. ქობულეთში, მანქანით ნაძვს შეეჯახნენ. სამწუხაროდ, ანანო ხურციძე ადგილზევე დაიღუპა.

ანდრია ბათუმში, კლინიკაში იყო მოთავსებული, სადაც ურთულესი ოპერაციები გაუკეთდა თავზე. მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო და აპარატზე ჰყავდათ შეერთებული.