"სათადარიგო მუხრუჭებმა იმუშავა და სერიოზულ ზიანს ამის ხარჯზე გადავრჩით" - რას ჰყვება სანდრო შელია დიდუბეში, ერთ-ერთ კორპუსში ლიფტის ჩავარდნის ფაქტზე
"დიდუბის იმ კონკრეტულ კორპუსში სათადარიგო მუხრუჭებმა იმუშავა და სერიოზულ ზიანს ამის ხარჯზე გადავრჩით", - ამის შესახებ "რადიო პალიტრას" გადაცემაში "თქვენი დრო" "სი ეი ინთერნეიშენალის" გენერალურმა დირექტორმა, სანდრო შელიამ განაცხადა.
საქმე ეხება, რამდენიმე დღის წინ, დიდუბეში, მირცხულავას ქუჩაზე მაღალსართულიან კორპუსში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც ლიფტი ჩავარდა, სადაც 5 ადამიანი იმყოფებოდა. ლიფტმა ავარიული მოძრაობა 22-ე სართულიდან დაიწყო.
„როცა საქმე ახალ ლიფტებს ეხება, ორი სახის ინსპექტირება ტარდება: პირველადი და პერიოდული - 3 წელიწადში ერთხელ. პირველადი ინსპექტირების ჩატარება თავად სამშენებლო კომპანიის ვალდებულება და ინტერესშია, რადგან სხვაგვარად კორპუსს ექსპლუატაციაში ვერ მიიღებენ..." გააგრძელეთ კითხვა