"ეს ის გადასასვლელია, სადაც ბავშვი დაიღუპა... გადასასვლელი არის საჯარო სკოლის წინ... თით­ქმის არ ჩანს მა­ტა­რე­ბე­ლი თუ მო­დის" - რას წერს მოქალაქე ბათუმის ტრაგედიაზე - კვირის პალიტრა

"ეს ის გადასასვლელია, სადაც ბავშვი დაიღუპა... გადასასვლელი არის საჯარო სკოლის წინ... თით­ქმის არ ჩანს მა­ტა­რე­ბე­ლი თუ მო­დის" - რას წერს მოქალაქე ბათუმის ტრაგედიაზე

8 აპ­რილს ბა­თუ­მის სად­გუ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შემ­ზა­რა­ვი ტრა­გე­დია მოხ­და. სამ­გზავ­რო მა­ტა­რებ­ლის და­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად ბავ­შვი და­ი­ღუ­პა.

"და­თუ­ნა 13 წლის სექ­ტემ­ბერ­ში გამ­ხდა­რა. ბავ­შვის დედა, თა­მუ­ნა დი­ა­სა­მი­ძე ბსუ-ის ლექ­ტო­რია, უცხო ენებს ას­წავ­ლის. ძა­ლი­ან კარ­გი ოჯა­ხი აქვთ.“ - ამ­ბობს, ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი კვი­რი­ას პა­ლიტ­რას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, იმ ად­გი­ლას დიდი ხა­ნია ხდე­ბა მსგავ­სი ტრა­გე­დი­ე­ბი.

489823560-10061471973864235-3006680725494793437-n-40948-1744277634.jpg

"ადრე, როცა ხიდი არ იყო, იყო შლაგ­ბა­უ­მი, რო­მე­ლიც აკონ­ტრო­ლებ­და მა­ტა­რებ­ლის მი­მოს­ვლას და ადა­მი­ა­ნე­ბი უფრო და­ცუ­ლე­ბი იყ­ვნენ. რაც ხიდი აშენ­და, იმის შემ­დეგ სა­ერ­თოდ აღა­რა­ფე­რია და ძა­ლი­ან სა­ში­შია. არა­და, იქ­ვეა სკო­ლა და გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­ში ის ად­გი­ლია, რად­გან მო­სახ­ვე­ვია და თით­ქმის არ ჩანს მა­ტა­რე­ბე­ლი თუ მო­დის, სა­ნამ არ მიხ­ვალ ლი­ან­დაგ­თან. ად­გილ­ზე რომ ნა­ხოთ, მიხ­ვდე­ბით. არა­ნა­ი­რი დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მი არ არის, ფიც­რე­ბია გა­დე­ბუ­ლი გა­და­სას­ვლელ­ზე და მგო­ნი, ეს ფიც­რე­ბიც ხალ­ხის გა­დე­ბუ­ლია. ეს ბი­ჭუ­ნა იქვე, ახ­ლოს ცხოვ­რობს. იმ დროს სკო­ლა არ იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ეტყო­ბა, სა­დღაც იყო და სახ­ლში ბრუნ­დე­ბო­და. ვერ გა­მი­გია, რა­ტომ გა­ა­უქ­მეს შლაგ­ბა­უ­მი, უფრო იცავ­და იქა­უ­რო­ბას. სულ მე­ში­ნო­და იმ ად­გი­ლის.“ - ჰყვე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი. გააგრძელეთ კითხვა

წაიკითხეთ ასევე:

"ზედ გადაუარა… ამ უმძიმეს კადრებს ვერ დავივიწყებ, თვალებიდან როგორ ამომივაო... აქ ოდითგანვე ხდება ასეთი ტრაგედიები” - რას ჰყვებიან ბათუმში დაღუპულ 13 წლის ბიჭზე