რა წერია საქართველოზე გერმანიის მომავალი მთავრობის კოალიციური შეთანხმების ტექსტში?! - კვირის პალიტრა

რა წერია საქართველოზე გერმანიის მომავალი მთავრობის კოალიციური შეთანხმების ტექსტში?!

გერმანიის მომავალი მთავრობის კოალიციური შეთანხმების ტექსტში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებაც არის საუბარი. ტექსტიდან ამონარიდს საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

„კოალიციური შეთანხმება ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს (CDU), ქრისტიან-სოციალურ კავშირსა (CSU) და სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD) შორის (4472):

„საქართველოს გაწევრიანების პროცესის გაგრძელების განხილვა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც დემოკრატიული პროცესების დაცვაში ეჭვი აღარ იარსებებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ პროევროპულ ძალებს“, - ნათქვამია ამონარიდში, რომელსაც საელჩო ავრცელებს.

"ინტერპრესნიუსი"