"ქართული ოცნების" გორის აქციას, დაახლოებით, 15 ათასი ადამიანი ესწრებოდა - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნების" გორის აქციას, დაახლოებით, 15 ათასი ადამიანი ესწრებოდა

საერთაშორისო მედიაში აღიარებული სტანდარტების მიხედვით, მანიფესტაციაზე ხალხის რაოდენობა შემდეგი წესით ითვლება: გოოგლე მაპ-ის სპეციალური პროგრამის მეშვეობით გაიზომა "ქართული ოცნების" მიერ გორში ორგანიზებული აქციის მოედანი. მშვიდობის გამზირის წინ არსებული მოედანი და მიმდებარე ტერიტორია პირობითად 400 კვ.მ. კვადრატებად დაიყო და თითოეულის სიმჭიდროვე სათითაოდ იქნა დათვლილი.

ყველაზე მჭიდროდ ხალხი სცენის წინ იდგა. 1200 კვადრატულ მეტრ ფართობზე, კვ.მ-ზე 4 ადამიანის დაანგარიშებით, დაახლოებით 4800 ადამიანი.

შედარებით ნაკლები სიმჭიდროვე იყო მოედნის შუა ნაწილში - 1600 კვ.მ. ფართობზე, კვ.მ-ზე 3 ადამიანის დაანგარიშებით დაახლოებით 4800 ადამიანი.

სიმჭიდროვე იკლებდა ტერიტორიის უკანა და განაპირა ნაწილებში. 1200 კვადრატულ მეტრ ფართობზე კვ.მ ზე 2 კაცის დაანგარიშებით 2400 ადამიანი, ხოლო 1600 კვ. მ. ფართობზე 1 კაცის დაანგარიშებით 1600 ადამიანი იდგა.

ხალხი იდგა აღნიშნული კვადრატების გარეთაც, თუმცა გაფანტულად. მათი რაოდენობა დაახლოებით 1000 კაცი იყო. შესაბამისად, საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ "ქართული ოცნების" 15 ივლისის აქციაზე 19:00 საათისთვის მომიტინგეთა რაოდენობა გორში დაახლოებით 15 ათასს შეადგენდა.