მისწერე მომავალს 2035 ან  2050 წელში, შექმენი ისტორია - უნიკალური შანსი „კვირის პალიტრისგან“! - კვირის პალიტრა

მისწერე მომავალს 2035 ან  2050 წელში, შექმენი ისტორია - უნიკალური შანსი „კვირის პალიტრისგან“!

„პალიტრა მედია“ 18 აპრილს 30 წლის ხდება. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ საიუბილეო თარიღის აღნიშვნას საზეიმო ღონისძიებებით არ ვგეგმავთ. თუმცა „პალიტრის“ 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ ჩვენს თანამოქალაქეებს კიდევ ერთხელ მივცეთ უნიკალური შანსი.

კერძოდ, მივიღეთ გადაწყვეტილება "კვირის პალიტრის“ უპრეცედენტო პროექტის „გზავნილი მომავალში“ განმეორების შესახებ. მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, ძვირფას ადამიანებს, შთამომავლებს და თუნდაც ქვეყანას მისწერონ წერილი მომავალში. ადრესატი გზავნილს, ავტორის სურვილისამებრ, მიიღებს 10 ან 25 წლის შემდეგ(2035 ან 2050 წელს).

რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის დიდი აჟიოტაჟია, რომელიც „გზავნილი მომავალში“ 2025 წლის სკივრის გახსნას მოჰყვა. ათასობით ადამიანი, განსაკუთრებით ახალგაზრდები, გვთხოვენ პროექტის განმეორებას.

„გზავნილი მომავალში“ საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავს - როგორც თბილისს ისე რეგიონებს.

ამ უნიკალურ პროექტში მონაწილეობის მსურველებს “კვირის პალიტრის“ 21 აპრილის, 28 აპრილისა და 5 მაისის ნომრებში დახვდებათ სპეციალური კონვერტი და ბარათი კიდევ ერთი „გზავნილისთვის მომავალში“. კონვერტზე დატანილი იქნება შესაბამისი ინსტრუქცია.

ბარათს მოათავსებთ კონვერტში, მიბრძანდებით „ბიბლუსის“ შერჩეულ მაღაზიაში და კონვერტს ჩააგდებთ ბრენდირებულ ყუთში.

წერილის გაგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 31 მაისი. თქვენი გზავნილი მოთავსდება საგანგებოდ დამზადებულ სკივრში, დაილუქება და შეინახება ეროვნულ არქივის საცავში, როგორც ეს 2000 წელს მოხდა.

2035 ან 2050 წელს კი თქვენი წერილის ადრესატები აუცილებლად შეიტყობენ, რომ მათ სახელზე წერილია.

თბილისსა და რეგიონებში მდებარე „ბიბლუსის“ იმ მაღაზიების მისამართები, სადაც „გზავნილი მომავლისთვის“ ბრენდირებული ყუთები იქნება განთავსებული.

თბილისი - კანდელაკის ქ. #7;

თბილისი - ჭავჭავაძის გამზ. #2(„ბიბლუსი გალერეა“);

თბილისი - ს/ც „გალერია თბილისი“,

თბილისი - ს/ც „გლდანი მოლი“ 1-ელი სართული;

თბილისი - ჭავჭავაძის გამზ. #74/76, მიშველაძის #5;

თბილისი - ვარკეთილი, კალოუბნის # 41;

თბილისი - ხიზაბავრის ქ.# 1;

თბილისი - ცოტნე დადიანის ქ. # 152;

თბილისი - ს/ც ქარვასლა, ცოტნე დადიანის ქ. # 7;

თბილისი - წერეთელის # 49/51;

თბილისი - თემქა 10კვ. 28 კორპ;

თბილისი - ქართულ-ამერიკული მეგობრობის #25;

თბილისი - იოსებიძის # 49;

ბათუმი - შერიფ ხიმშიაშვილის #29;

ბათუმი - აბაშიძის და ვაჟა- ფშაველას კვეთა 52/16.

რუსთავი - შარტავასა და ლომოურის ქუჩების კვეთა.

ზუგდიდი - კოსტავას ქ.# 28

საგურამო - ქუჩა პირველი.

გორი - სტალინის ქ # 9

საგარეჯო - აღმაშენებლის ქ. # 16

მცხეთა - სამხედროს # 15

ქუთაისი - რუსთაველის # 4

თელავი - ბახტრიონისა და სააკაძის ქუჩების კვეთა.

ხონი - ჭანტურიას ქ# 11, (ყოფ.გამარჯვების ქ.# 9)

ბაკურიანი - აღმაშენებლის # 14

ახალციხე - კოსტავას ქ. # 32