ტრაგედია ხელვაჩაურში - ავარიას 7 წლის ბავშვი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ტრაგედია ხელვაჩაურში - ავარიას 7 წლის ბავშვი ემსხვერპლა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი წლის გოგო დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, 7 წლის ბავშვს სოფლის ცენტრალურ გზაზე მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"