რა ღირს გამაჯანსაღებელი პროცედურები, რომელსაც შორენა ბეგაშვილი ავსტრიის ძვირადღირებულ კურორტზე იტარებს
ორი დღეა რაც, სოციალურ ქსელში შორენა ბეგაშვილი, კლინიკიდან ფოტოებს აქვეყნებს. კადრებში ჩანს, რომ მსახიობი გადასხმებს იკეთებს. როგორც ჩანს, ბეგაშვილმა საბოლოოდ გადაწყვიტა გამომწერების ცნობისმოყვარეობა დაედასტურებინა და განაცხადა, რომ გამაჯანსაღებელ პროცედურებს იტარებს.
"როდესაც შემოდიხარ ამ კლინიკაში გაძლევენ სპეციალურ ბლოკნოტს, სადაც ჩამოწერილია დღის განმავლობაში რა უნდა აკეთო. რომ არ იბოდიალო ერთი ოთახიდან მეორეში, აქ ჩამოწერილია, სად რას გიკეთებენ. ჯერ ნახევრამდე არ ვარ მისული" - ამბობს, ერთ-ერთ ვიდეოში ბეგაშვილი.კლინიკაVIVAMAYR, სადაც მსახიობი გამაჯანსაღებელ პროცედურებს იტარებს, ავსტრიაში, ვორთერზის ტბის მიმდებარედ მდებარეობს. პაციენტების ნომრებიდან ულამაზესი ხედები იშლება. აღნიშნული ცენტრი სპეციალიზებულია ინდივიდუალურ მკურნალობაში, რომლის მიზანია დეტოქსიკაცია და რევიტალიზაცია.
ველნესი კურორტი აერთიანებს ტრადიციულ მაირის მედიცინას თანამედროვე თერაპიებთან. მაირის მედიცინა - ეს არის ავსტრიელი ექიმის, დრ. ფრანც ხავიერ მაირის მიერ შემუშავებული სამკურნალო მეთოდი, რომელიც ფოკუსირებულია ნაწლავის გაწმენდაზე, ჯანსაღ კვებაზე და სხეულის დელიკატურ განტვირთვაზე.
კლინიკის ვებ გვერდზე ვკითხულობთ, რომ მათ შეთავაზებაში შედის ჯანმრთელობის პროგრამები, როგორიცაა დეტოქსი, წონის კონტროლი, მოძრაობა და მობილობა, ენერგიის აღდგენა.
VIVAMAYR-ში ექიმთან პირველადი კონსულტაციისა და სრული დიაგნოსტიკის წყალობით, პაციენტისთვის ადგენენ ინდივიდუალურ თერაპიულ პროგრამას გამაჯანსაღებელი და დამამშვიდებელი პროცედურებით. წაიკითხეთ ვრცლად