ქართველი ფეხბურთელები შვილებთან ერთად - ემოციური ფოტოები - კვირის პალიტრა

ქართველი ფეხბურთელები შვილებთან ერთად - ემოციური ფოტოები

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის დღე­ვან­დე­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბი ის­ტო­რი­ის ნა­წი­ლი ხდე­ბა, ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი კი სულ უფრო და უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლე­ბი ხდე­ბი­ან. ამ სტა­ტი­ა­ში გა­გაც­ნობთ ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რე­ბის პა­ტა­რა შვი­ლებს, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა, თა­ვა­დაც გახ­დნენ მო­მა­ვალ­ში ცნო­ბი­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი და გა­აგ­რძე­ლონ მა­მე­ბის და­წყე­ბუ­ლი გზა.

ამ­ჟა­მად ფრან­გუ­ლი პსჟ-ს ფეხ­ბურ­თე­ლი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია მამა 2024 წლის 21 აგ­ვის­ტოს გახ­და. და­მი­ა­ნე კვა­რა­ცხე­ლი­ა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­ბა­და, რი მე­რეც "კვა­რა" მე­უღ­ლეს­თან ერ­თად სამ­შობ­ლო­დან ნე­ა­პოლ­ში დაბ­რუნ­და, სა­დაც იმ­ხა­ნად თა­მა­შობ­და. კვა­რა­ცხე­ლი­ებს რამ­დე­ნი­მე თვე­ში პა­რიზ­ში მო­უ­წი­ათ გა­დას­ვლა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფეხ­ბურ­თე­ლი ევ­რო­პა­ში ცხოვ­რობს, მნიშ­ვნე­ლო­ვან დღე­სას­წა­ულს სამ­შობ­ლო­ში ატა­რებს. 19 დე­კემ­ბერს და­მი­ა­ნე სა­ქარ­თვე­ლო­ში, სამ­თავ­როს მო­ნას­ტერ­ში მო­ი­ნათ­ლა. 5 მარტს კი ხვი­ჩამ ჩემ­პი­ო­ნო­ბა მე­უღ­ლეს­თან ნი­ცას­თან და პა­ტა­რა და­მი­ა­ნეს­თან ერ­თად, პსჟ-ს ჩემ­პი­ო­ნო­ბა სტა­დი­ონ­ზე იზე­ი­მა. იმ მატჩში ხვი­ჩა სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლად და­სა­ხელ­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, რო­მელ­შიც ჩანს პა­ტა­რა და­მი­ა­ნე მა­მი­კოს­თვის გა­და­ცე­მუ­ლი ჯილ­დო­თი რო­გორ თა­მა­შობს.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი­სა და ბუნ­დეს ლი­გის ფეხ­ბურ­თე­ლის, ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძის უსაყ­ვარ­ლე­სი ქა­ლიშ­ვი­ლი შაი სა­ქარ­თვე­ლომ ზა­ფხულ­ში, ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წარ­მა­ტე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად გა­იც­ნო, რო­დე­საც ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის მე­ო­რე ნა­ხევ­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ინ­ტე­რეს­და. ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძის გო­გო­ნას ვი­დე­ო­ე­ბი, დღემ­დე ვირუ­სუ­ლად ვრცელ­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. ფეხ­ბურ­თე­ლი ნინი კვერ­ნა­ძე­ზე რამ­დე­ნი­მე წე­ლია და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლია. წყვი­ლი გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს და ოქ­როს­ფერ­თმი­ა­ნი შაიც, სწო­რედ იქ იზ­რდე­ბა

ენი მა­მარ­დაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჯერ კარ­გად არ იც­ნობს, გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში და­ი­ბა­და. გო­გო­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მე­კა­რის გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლია. გი­ორ­გის მე­უღ­ლე, მო­დე­ლი ელე­ნე ეპი­ტაშ­ვი­ლი, მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ, ნაკ­ლე­ბად აქ­ტი­უ­რობს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. გულ­შე­მატ­კივ­რებს იმე­დი აქვთ, რომ საყ­ვა­რე­ლი მე­კა­რის გო­გო­ნას ფო­ტო­ებს მალე იხი­ლა­ვენ.

იო­ა­ნე კა­კა­ბა­ძე პო­ლო­ნეთ­ში იზ­რდე­ბა. ის ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლის ოთარ კა­კა­ბა­ძის ვა­ჟია. ოთარ კა­კა­ბა­ძემ მა­რი­ამ ჩავ­ლე­იშ­ვილ­ზე 2019 წელს იქორ­წი­ნა. წყვილს ჯვა­რი თბი­ლის­ში, ვა­კის სა­მე­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში მამა შალ­ვამ დას­წე­რა. იო­ა­ნეც თბი­ლის­ში ვა­კის სა­მე­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში მო­ი­ნათ­ლა, მისი ერთ-ერთი ნათ­ლია ნაკ­რე­ბის წევ­რი საბა ლობ­ჟა­ნი­ძეა. სპორ­ტულ მე­დია europop-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ იო­ა­ნეს გა­ჩე­ნამ "ფლე­ის­თე­ი­შე­ნის" თა­მაშს და­ა­ნე­ბე­ბი­ნა თავი. ახლა თა­ვი­სუ­ფალ დროს მხო­ლოდ შვილს უთ­მობს. წაიკითხეთ ვრცლად

TOP.GE