განქორწინდნენ თუა რა ბარაკ და მიშელ ობამები?
ბარაკ და მიშელ ობამების სავარაუდო განქორწინების შესახებ უცხოური მედია უკვე რამდენიმე თვეა წერს - მას შემდეგ, რაც აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი რამდენიმე ოფიციალურ შეხვედრაზე ქმართან ერთად არ გამოჩნდა, ვარაუდი იმის შესახებ, რომ წყვილის ქორწინება პრობლემების წინაშე იყო, უფრო გაძლიერდა.
ცოტა ხნის წინ, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მიშელ ობამა გამოეხმაურა და ჭორები უარყო:
Work in Progress პოდკასტში საუბრისას მიშელმა განაცხადა, რომ თავის გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი თავადაა.
"ხალხი ვერ იაზრებს, რომ ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო, ჩემს განრიგს თავად ვაკონტროლებ... მაშინვე გაავრცელეს ჭორები, თითქოს მე და ბარაკი ვშორდებოდით. ნუთუ არ შემიძლია გადაწყვეტილებები თავად მივიღო? საზოგადოებას ამის გაგება უჭირს".
ჯერ კიდევ ვპოულობ დროს, დავგეგმო გამოსვლები, ვიმოგზაურო მსოფლიოში, ვიმუშაო პროექტებზე. მაინტერესებს გოგონების განათლება. როცა საქმე მოვალეობას ეხება, ვამჯობინებ გავაკეთო ის, რაც სიამოვნებას მანიჭებს", - განაცხადა მიშელმა. წაიკითხეთ ვრცლად