ტრაგედიად ქცეული შვილის იუბილე და კატასტროფამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაღებული ფოტო - ნიუ-იორკში მომხდარი ავიაკატასტროფის დეტალები
ხუთშაბათს, ნიუ-იორკში, ჰუდსონის მდინარეში ტურისტების ოჯახის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაიღუპა - გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ბავშვს პარასკევს დღეს 9 წელი შეუსრულდებოდა.
ოჯახმა ვერტმფრენი სწორედ მისი დაბადების დღის აღსანიშნავად დაიქირავა. გავრცელდა ბავშვის ფოტოც, რომელიც ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით არის გადაღებული. (იხ. მთავარი ფოტო)
ნიუ-იორკის მერის თქმით, ხუთსულიანი ოჯახი ესპანეთიდან იყო, მეექვსე დაღუპული კი - პილოტია. ოთხი მათგანი დაღუპულად ადგილზე გამოცხადდა, ორი კი ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები