"დაიკარგა ვარკეთილის ტერიტორიაზე… შესაძლებელია ავიდა ტრანსპორტშიც" - თბილისში დაკარგულ ახალგაზრდას ეძებენ - კვირის პალიტრა

"დაიკარგა ვარკეთილის ტერიტორიაზე… შესაძლებელია ავიდა ტრანსპორტშიც" - თბილისში დაკარგულ ახალგაზრდას ეძებენ

თბი­ლის­ში და­კარ­გულ ახალ­გაზ­რდას ეძე­ბენ. ინ­ფორ­მა­ცი­ას და ფო­ტოს და­კარ­გუ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ.

"მე­გობ­რე­ბო, ვე­ძებთ!!! თენ­გო, ისევ გა­იქ­ცა და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თია, უკვე და­ღამ­და და ჩვე­ნი ძა­ლე­ბით ვერ ვი­პო­ვეთ. 112ში დავ­რე­კეთ უკვე და იქ­ნებ ვინ­მეს სად­მე შეგ­ვხვდეთ და ყუ­რა­დღე­ბით რომ იყოთ.

თენ­გო, არის და­ახ­ლო­ე­ბით 190 სმ სი­მაღ­ლის, გამ­ხდა­რი, ლა­მა­ზი ბიჭი, 21 წლის, აც­ვია მოკ­ლე შავი დუ­ტის ქურ­თუ­ლი, შავი სპორ­ტუ­ლი შარ­ვა­ლი და შავი ბა­თინ­კი.

ვერ მე­ტყვე­ლებს გა­მარ­თუ­ლად, არ არის სა­ში­ში გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის­თვის, თა­ვი­სუფ­ლად შე­გიძ­ლი­ათ მი­მარ­თოთ თუ შეგ­ხვდათ სად­მე, ტე­ლე­ფო­ნიც არ აქვს თან და ვერც ვუ­კავ­შირ­დე­ბით… და­ი­კარ­გა ვარ­კე­თი­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე… შე­საძ­ლე­ბე­ლია ავი­და ტრან­სპორ­ტშიც და სხვა მხა­რეს წა­ვი­და, ამი­ტომ ყველ­გან რომ ყუ­რა­დღე­ბით იყოთ" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.