"შეთანხმება დაირღვა - შეცდომა დავუშვი, რომ გახარიასთან შეთანხმება შეთანხმებად მივიღე" - კვირის პალიტრა

"შეთანხმება დაირღვა - შეცდომა დავუშვი, რომ გახარიასთან შეთანხმება შეთანხმებად მივიღე"

შე­თან­ხმე­ბა და­ირ­ღვა - პრინ­ცი­პუ­ლად არას­წო­რია პარ­ლა­მენტს არა­ლე­გი­ტი­მურს უწო­დებ­დე და ამ პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ას ლე­გი­ტი­მა­ცი­ას აძ­ლევ­დე, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა "ფე­დე­რა­ლის­ტე­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი, თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე პარ­ტია „გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დე­რის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას მის­ვლას. მის შე­სა­ხებ ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

"გარ­და იმი­სა, რომ პრინ­ცი­პუ­ლად არას­წო­რია პარ­ლა­მენტს არა­ლე­გი­ტი­მურს უწო­დებ­დე და ამ პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ას ლე­გი­ტი­მა­ცი­ას აძ­ლევ­დე. ჩემ­თვის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ისაა, რომ შე­თან­ხმე­ბა და­ირ­ღვა. რო­გორც ჩანს, როცა შევ­თან­ხმდით, გა­ხა­რი­ას წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვერ ხვდე­ბო­და ბი­ძი­ნას ამო­ცა­ნას, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ით ყვე­ლა ერთ ქვაბ­ში უნდა ჩა­ე­ყა­რა, არ იფიქ­რა რომ გა­ხა­რი­ა­საც და­უ­ძა­ხე­ბენ და ამი­ტომ და­თან­ხმდა. შეც­დო­მა და­ვუშ­ვი, რომ გა­ხა­რი­ას­თან შე­თან­ხმე­ბა შე­თან­ხმე­ბად მი­ვი­ღე და მო­მა­ვალ­ში აღარ და­ვუშ­ვებ“, - წერს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, პარ­ტია „გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ თავ­მჯდო­მა­რე, გი­ორ­გი გა­ხა­რია პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე გა­მო­ცხად­და. პარ­ლა­მენ­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­მი­სი­ის წევ­რებს გა­ხა­რი­ას­თან კი­თხვე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მის მიერ გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის, მათ შო­რის, 2019 წლის 20 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით აქვთ.

ambebi.ge