"როცა ომს იწყებ, უნდა იცოდე, რომ მისი მოგება შეგიძლია. ომს იმის წინააღმდეგ არ იწყებ, ვინც შენზე 20-ჯერ დიდია" - როგორ აფასებს დონალდ ტრამპი ზელენსკის და ბაიდენის გადაწყვეტილებებს? - კვირის პალიტრა

"როცა ომს იწყებ, უნდა იცოდე, რომ მისი მოგება შეგიძლია. ომს იმის წინააღმდეგ არ იწყებ, ვინც შენზე 20-ჯერ დიდია" - როგორ აფასებს დონალდ ტრამპი ზელენსკის და ბაიდენის გადაწყვეტილებებს?

არ ვიცი ზე­ლენ­სკი კომ­პე­ტენ­ტუ­რია თუ არა, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა თეთრ სახ­ლში სალ­ვა­დო­რის პრე­ზი­დენ­ტთან, ნა­ი­იბ ბუ­კე­ლეს­თან შეხ­ვედ­რა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

"შეც­დო­მა ომის დაშ­ვე­ბა იყო. ბა­ი­დე­ნი რომ კომ­პე­ტენ­ტუ­რი ყო­ფი­ლი­ყო, ზე­ლენ­სკი რომ კომ­პე­ტენ­ტუ­რი იყოს და არ ვიცი, არის თუ არა. ჩვენ მძი­მე სე­სია გვქონ­და ამ ბი­ჭთან და ის უფრო და უფრო მეტს ითხოვ­და. ეს ომი არას­დროს უნდა მომ­ხდა­რი­ყო. ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პუ­ტინს ეს სა­კი­თხი არც კი და­უ­ყე­ნე­ბია. რო­გორც კი არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალბ­და და მე აქ აღარ ვი­ყა­ვი, ეს ომიც და­ი­წყო“, - გა­ნა­ცხა­და დო­ნალდ ტრამპმა.

მისი თქმით, "ომი ბა­ი­დენს უნდა შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა, ზე­ლენ­სკის შე­ეძ­ლო მისი შე­ჩე­რე­ბა და პუ­ტინს არას­დროს უნდა და­ე­წყო. ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვეა. სამი ადა­მი­ა­ნის გამო მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. პუ­ტი­ნი ნო­მერ პირ­ვე­ლი, ნო­მე­რი ორი ბა­ი­დე­ნი და შემ­დეგ ზე­ლენ­სკი“.

"ის (ზე­ლენ­სკი) ყო­ველ­თვის რა­კე­ტე­ბის შე­ძე­ნას ცდი­ლობს. როცა ომს იწყებ, უნდა იცო­დე, რომ მისი მო­გე­ბა შე­გიძ­ლია. ომს იმის წი­ნა­აღ­მდეგ არ იწყებ, ვინც შენ­ზე 20-ჯერ დი­დია და შემ­დეგ იმის იმე­დი არ უნდა გქონ­დეს, რომ ხალ­ხი რა­კე­ტებს მოგ­ცემს“, - აღ­ნიშ­ნა დო­ნალდ ტრამპმა.

"ინტერპრესნიუსი"