რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მსვლელობით მოქალაქეები პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.
ამ დროისთვის, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია.
საკანონმდებლო ორგანოსთან პროტესტი 138-ე დღეა მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია - ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.
"ინტერპრესნიუსი"