"წვეტიანი ნივთი ჩამარტყეს თავში, მუშტი-კრივი გაგვიმართეს. ჩემს მეგობარს ოპერაცია დასჭირდა" - რას წერს მოქალაქე - კვირის პალიტრა

"წვეტიანი ნივთი ჩამარტყეს თავში, მუშტი-კრივი გაგვიმართეს. ჩემს მეგობარს ოპერაცია დასჭირდა" - რას წერს მოქალაქე

მო­ქა­ლა­ქე ლექ­სო სამ­ხა­რა­ძე აცხა­დებს, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე თავს და­ესხნენ, მის მე­გო­ბარს კი თავ­ზე მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის გამო ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და.

რო­გორც ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, თავ­ში "წვე­ტი­ა­ნი ნივ­თი" ჩა­არ­ტყეს და ბევ­რი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნეს."სა­სიკ­ვდი­ლოდ გაგ­ვი­მე­ტეს ქო­ცებ­მა.

ძა­ლი­ან ბევ­რჯერ და­მესხნენ თავს და ყო­ველ ჯერ­ზე მო­ვა­ხერ­ხე უდა­ნა­კარ­გოდ გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. ამ­ჯე­რად, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე უკ­ნი­დან კე­ფი­სა და ნა­თხე­მის ად­გი­ლას, კას­ტე­ტის მაგ­ვა­რი წვე­ტი­ა­ნი ნივ­თი ჩა­მარ­ტყეს თავ­ში და იმა­თი­ვე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლებ­მა მუშ­ტი კრი­ვი გაგ­ვი­მარ­თეს. საკ­მა­ოდ ბევ­რი ნა­ხეთ­ქი ჭრი­ლო­ბე­ბი მოგ­ვა­ყე­ნეს თა­ვის არე­ში.

ჩემს ძმა­კაც ლე­ვან ყან­ჩა­ველს ოპე­რა­ცია დას­ჭირ­და, რად­გან თა­ვის ქალა გა­უბ­ზა­რეს. გაბ­ზა­რულ ად­გი­ლას სან­ტი­მეტრნა­ხევ­რი­ა­ნი ტი­ტა­ნის იმპლან­ტი ჩა­უდ­გეს. ხვალ მივ­დი­ვარ მეც კა­ტეს გა­და­სა­ღე­ბად. გააგრძელეთ კითხვა