"ორ საათზე გამოვიდნენ სკოლიდან და არავის აღარ უნახავს" - თბილისში დაკარგულ მოზარდებს ეძებენ: რას ჰყვება ერთ-ერთის დედა?
თბილისში ოჯახის წევრები დაკარგულ მოზარდებს ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, ბარბარე ლაფაჩი და თეკლა ხომასურიძე, გუშინ, ღონისძიების დასრულების შემდეგ სკოლიდან ერთად გავიდნე და სახლში არცერთი არ მისულა.
ამ დროისთვის პოლიცია ჩართულია ძიებაში. როგორც თეკლას დედამ გვითხრა, შვილს მთელი ღამის განმავლობაში ეძებდა. სკოლა ჩუღურეთის რაიონში ვარდების ბაღთან მდებარეობს
- ორ საათზე გამოვიდნენ სკოლიდან და არავის აღარ უნახავს. პოლიციაში უკვე განვაცხადე, არცერთს ტელეფონი არ აქვს. დილას ექვს საათზე მოვედი სახლში. მთელი ღამე ვეძებდით. არანაირი წინაპირობა არ ყოფილა. გააგრძელეთ კითხვა
ბარბარესა და თეკლას ნახვის შემთხვევაში დაუკავშირდით გოგონების დედებს ნომრებზე: 577 16 00 80; 593737492