პოლიციელმა, რომელიც 2024 წლის 29 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე დაშავდა, მხედველობა დაკარგა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პოლიციელმა, რომელიც 2024 წლის 29 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე დაშავდა, მხედველობა დაკარგა.
როგორც უწყებაში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბლაგვი საგანი ესროლა.
არსებული ინფორმაციით, შსს-ს წარმომადგენელს მკურნალობა საქართველოსა და თურქეთში უტარდებოდა, თუმცა მხედველობის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.
"ინტერპრესნიუსი"