ალა პუგაჩოვა 76 წლის გახდა - როგორ ულოცავს მეგობარს დაბადების დღეს დავით ოქიტაშვილი?
რუსული ესტრადის მომღერალს, ალა პუგაჩოვას დღეს დაბადების დღე აქვს. ის 76 წლის გახდა.
მეგობარს სოციალურ ქსელში დაბადების დღეს ულოცავს, საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი.
"დღეს ამ მაგარი ქალბატონის, ჩემი მეგობრის, ალას დაბადების დღეა. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ და ვაკრიტიკოთ ალამ შექმნა ეპოქა. ის უკვე ისტორიაა. საბჭოთა მომღერალია, არაა საბჭოთა... ისტორიას გაფრთხილება უნდა, წერტილი" - წერს დავით ოქიტაშვილი.