ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშებს - ორი მატ­ჩის ჯამ­ში პსჟ-მ გა­ი­მარ­ჯვა - კვირის პალიტრა

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშებს - ორი მატ­ჩის ჯამ­ში პსჟ-მ გა­ი­მარ­ჯვა

ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის მე­ო­თხე­დფი­ნა­ლის გან­მე­ო­რე­ბით მატჩში, ბირ­მინ­გე­მის "ას­ტონ ვი­ლამ" "პარი სენ-ჟერ­მენს" უმას­პინ­ძლა. ბირ­მინ­გემ­ში მატ­ჩი "ას­ტონ ვი­ლამ" მო­ი­გო ან­გა­რი­შით 3-2, თუმ­ცა ორი მატ­ჩის ჯამ­ში პსჟ-მ გა­ი­მარ­ჯვა და პა­რი­ზუ­ლი კლუ­ბი ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში ითა­მა­შებს.

პა­რი­ზუ­ლი კლუ­ბი მინ­დორ­ზე ასე­თი შე­მად­გენ­ლო­ბით გა­მო­ვი­და: დო­ნა­რუ­მა, ჰა­კი­მი, მარ­კი­ნი­ო­სი, პაჩო, მენ­დე­ში, ვი­ტი­ნია, ნე­ვე­ში, ფა­ბი­ა­ნი, კვა­რა­ცხე­ლია, ბარ­კო­ლა, დემ­ბე­ლე.

მატ­ჩის პირ­ვე­ლი გოლი მე-11 წუთ­ზე აშ­რაფ ჰა­კიმ­მა გა­ი­ტა­ნა და პსჟ და­წი­ნა­ურ­და. 29-ე წუთ­ზე დემ­ბე­ლეს გა­და­ცე­მა ნუნუ მენ­დეშ­მა გო­ლად აქ­ცია და ან­გა­რი­ში 0-2 გახ­და.34-ე წუთ­ზე იური ტი­ლე­მან­სმა პა­რი­ზე­ლებს გო­ლით უპა­სუ­ხა და ერთი ბურ­თი გაქ­ვი­თა.

მე­ო­რე ტა­ი­მი ორ­მხრი­ვი შე­ტე­ვე­ბით გაგ­რძელ­და. "ას­ტონ ვი­ლას" იე­რი­შე­ბი სა­ხი­ფა­თო იყო და 55-ე წუთ­ზე მა­კგინ­მა გო­ლის გა­ტა­ნა და ან­გა­რი­შის გა­თა­ნაბ­რე­ბა მო­ა­ხერ­ხა. ას­ტონ ვი­ლას მწვა­ვე შე­ტე­ვებს მო­რი­გი გოლი მოჰ­ყვა - 58-ე წუთ­ზე მარ­კუს რაშ­ფორ­დის გა­და­ცე­მის შემ­დეგ გოლი კონ­სამ გა­ი­ტა­ნა და ან­გა­რი­ში 3-2 გახ­და.

პირ­ვე­ლი ტა­ი­მის შემ­დეგ ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას შე­ფა­სე­ბა ანა­ლი­ტი­კუ­რი სა­ი­ტის Flashscore-ის მი­ხედ­ვით 6,9 ქუ­ლაა.