სპეცტექნიკა, რომელიც სიმაღლეზე შესასრულებელ სამუშაოებს ამარტივებს და უსაფრთხოს ხდის
სწრაფი ურბანიზაციის კვალდაკვალ განვითარდა სპეცტექნიკაც, რამაც სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოები უფრო სწრაფი, ხარჯთეფექტური და რაც მთავარია, უსაფრთხო გახადა.
ბოლო ათწლეულია, ჩვენი ქვეყნის ურბანულად ყველაზე განვითარებულ ქალაქებში, თბილისსა და ბათუმში აქტიურად მიმდინარეობს განაშენიანება. ახალ საცხოვრებელ უბნებს კი ესაჭიროება დამატებითი სერვისებიც, რაც სპეცტექნიკით შესასრულებელ სამუშაოებზე მოთხოვნას ზრდის.
ქალაქებში განსაკუთრებით მოიმატა სიმაღლეზე შესასრულებელმა სამუშაოებმა, ხოლო როგორც მშენებლობის, ისე სარემონტო სამუშაოებისას, სტანდარტული ხარაჩოები ვერ პასუხობს უსაფრთხოებისა და ქალაქისთვის დამახასიათებელი გარემოს მოთხოვნებს. ასეთ პირობებში კი ამწე კალათა ერთ-ერთი ყველაზე სანდო და საჭირო სპეცტექნიკა გახდა.
ამწე კალათის დახმარებით სწრაფად და უსაფრთხოდ ასრულებენ ისეთ სამუშაოებს, როგორიცაა ფასადის რემონტი, გარე განათების, კონდიციონერებისა და ბანერების მონტაჟი, ავეჯისა და სხვა მძიმე საყოფაცხოვრებო ნივთების სიმაღლეებზე ატანა და ჩამოზიდვა, მინების წმენდა და სხვა.
ამწე კალათა უნივერსალური დამხმარე ტექნიკაა და მისი უპირატესობებიც სწორედ ამაში მდგომარეობს. ის უზრუნველყოფს:
- მობილურობას რთულად მისადგომ ადგილებში;
- უსაფრთხო გარემოს სიმაღლეზე მუშაობისას;
- დროის რესურსისა და ხარჯების ოპტიმიზაციას.
ამწე კალათას იყენებენ როგორც მცირე, მსხვილი და საშუალო ბიზნესები (უმეტესად სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიები), ისე ფიზიკური პირები.
მაღალი მოთხოვნის შესაბამისად გაჩნდა ამწე კალათის ქირაობის სანდო და მოქნილი სერვისებიც, რომლის ფასიც ტექნიკის სიმაღლისა და ქირავნობის დროის შესაბამისად განისაზღვრება. ბაზარი გაჯერებულია სხვადასხვა შეთავაზებით, რაც ზრდის კონკურენციას და მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, სასურველი მახასიათებლების მქონე ამწე კალათა შეარჩიონ და ხარისხიანი მომსახურება მიიღონ.
ამწე კალათის ქირაობა შესაძლებელია ონლაინ პლატფორმების საშუალებით, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, შეადარონ შეთავაზებები, ნახონ შეფასებები და მათი მოთხოვნების შესაბამისად შეარჩიონ ამწე და მისი ოპერატორი. Serwish.ge არის ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმა, სადაც ამწე კალათების ფართო არჩევანია წარმოდგენილი. ვებგვერდზე განთავსებულია გამოცდილი ოპერატორების სიაც, რომლებიც მუშაობენ გამართულ ტექნიკაზე და უსაფრთხოების ყველა სტანდარტს იცავენ. აღნიშნული შეფასებები სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ.
რომელი უფრო ხელსაყრელია კომპანიებისთვის, ამწე კალათის ქირაობა თუ შეძენა?
როგორც წესი, სამშენებლო კომპანიები სპეცტექნიკას ძირითადად ლიზინგის დახმარებით ყიდულობენ და საპროცენტო განაკვეთში დამატებით თანხას იხდიან. ამასთან, ნებისმიერი სპეცტექნიკა საჭიროებს სერვისსა და პერსონალს, რაც ასევე ხარჯია კომპანიისთვის.
რაც შეეხება ქირაობას, მისი ფასი ერთი საათით საშუალოდ 100 ლარიდან იწყება, მთელი დღის განმავლობაში კი საშუალოდ 300 ლარია. არსებობს სხვადასხვა სიმაღლის ამწე კალათა, მათ შორის 12, 14, 16, 32-მეტრიანი და მეტი, რომელსაც დამკვეთი საკუთარი საჭიროების შესაბამისად არჩევს. ბაზარზე მისი ქირაობის ფასი ტექნიკის მახასიათებლების მიხედვით განისაზღვრება. დამატებითი ადამიანური და ფინანსური რესურსების დაზოგვის მიზნით, სამშენებლო და სამონტაჟო კომპანიები უმეტესად სპეცტექნიკის ქირაობას ამჯობინებენ. მათ აღარ უწევთ პროფესიონალი ოპერატორის მოძიება ან ტექნიკის შემოწმება-შეკეთება, რადგან აღნიშნულ საჭიროებებს სერვისის მიმწოდებელი უზრუნველყოფს. ეს ერთი მხრივ, კომფორტს უქმნის კომპანიას და მეორე მხრივ, თავისი რესურსების ოპტიმალურად გადანაწილებაში ეხმარება.
სავარაუდოა, რომ ამწე კალათის ქირაობა სამომავლოდ კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდება, რადგან საქართველოში ურბანიზაციის პროცესი კვლავ სწრაფი ტემპით გრძელდება და ქალაქში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა იმატებს, იზრდება სიმაღლეზე შესასრულებელი სამუშაოების რაოდენობაც, რაც უსაფრთხო და ეფექტურ სპეცტექნიკას საჭიროებს.