რუსებმა ოდესას დაარტყეს - კვირის პალიტრა

რუსებმა ოდესას დაარტყეს

რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის ქალაქ ოდესაზე დრონებით კიდევ ერთი თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი შენობები და საწყობები.

„დარტყმამ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დააზიანა, მათ შორის საცხოვრებელ შენობაში ხანძარი გაჩნდა. დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, - განაცხადა ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა.

მოგვიანებით, ოდესის მერმა გენადი ტრუხანოვმა განაცხადა, რომ დრონებით თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები და საწყობები.

"ინტერპრესნიუსი"