გარდაიცვალა მოსადის ლეგენდარული აგენტი - რა არის ცნობილი "ჩრდილის ქალის“ შესახებ? - კვირის პალიტრა

გარდაიცვალა მოსადის ლეგენდარული აგენტი - რა არის ცნობილი "ჩრდილის ქალის“ შესახებ?

ალი­ზა მა­გენ-ჰა­ლე­ვი, ის­რა­ე­ლის სა­დაზ­ვერ­ვო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი და მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი ქალი,14 აპ­რილს 88 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მა­გე­ნი, მეტ­სა­ხე­ლად "ჩრდი­ლის ქალი“, და­ახ­ლო­ე­ბით 40 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მსა­ხუ­რობ­და დაზ­ვერ­ვი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის უწყე­ბა­ში და იყო პირ­ვე­ლი და ერ­თა­დერ­თი ქალი, რო­მელ­მაც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ი­კა­ვა.

ის და­ი­ბა­და 1937 წელს, ებ­რა­ულ ოჯახ­ში, რო­მე­ლიც ნა­ცის­ტე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ გერ­მა­ნი­ი­დან გა­იქ­ცა. ის მო­სა­დის სამ­სა­ხურ­ში 23 წლის ასაკ­ში ჩად­გა და 1958 წლი­დან 1999 წლამ­დე მო­ნა­წი­ლე­ობ­და ასო­ბით ფა­რულ ოპე­რა­ცი­ა­ში.

მისი ერთ-ერთი პირ­ვე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე იყო ოტო ადოლფ აიხ­მა­ნის - ჰო­ლო­კოს­ტის შე­მოქ­მე­დი­სა და SS-ის ობერშტურმ­ბან­ფი­უ­რე­რის სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვა, რა დრო­საც, გერ­მა­ნუ­ლი ენის ცოდ­ნის წყა­ლო­ბით, ან­გა­რი­შებს ამ­ზა­დებ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, მი­ლი­ო­ნო­ბით ებ­რა­ე­ლის სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კებ­ში დე­პორ­ტი­რე­ბა­სა და ფი­ზი­კურ გა­ნად­გუ­რე­ბა­ში ერთ-ერთი მთა­ვა­რი დამ­ნა­შა­ვე აიხ­მა­ნი1960 წელს, ის­რა­ე­ლის სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხურ­მა არ­გენ­ტი­ნა­ში შე­ი­პყრო და გა­ი­ტა­ცა. ის დამ­ნა­შა­ვედ ცნეს სამ­ხედ­რო და­ნა­შა­ულ­ში და 1962 წელს ჩა­მო­ახ­რჩვეს.

მოკ­ლედ, ალი­ზას ან­გა­რი­შებს თან­დარ­თულ­მა პი­რად­მა ჩა­ნა­წე­რებ­მა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა მო­სა­დის იმ­ჟა­მინ­დელ ხელ­მძღვა­ნელ ისერ ჰა­რელ­ზე, რო­მელ­მაც მისი და­წი­ნა­უ­რე­ბა გა­და­წყვი­ტა.

ხან­გრძლი­ვი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ქალ­მა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო უაღ­რე­სად მგრძნო­ბი­ა­რე და დრა­მა­ტულ ოპე­რა­ცი­ებ­ში. ის მო­ნა­წი­ლე­ობ­და 1960-იან წლებ­ში ეგ­ვიპ­ტის დამ­ხმა­რე გერ­მა­ნე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და­გეგ­მილ ოპე­რა­ცი­ა­ში, იგი გაგ­ზავ­ნეს ზალცბურ­გში, ავ­სტრი­ა­ში, რათა გა­და­ე­ბი­რე­ბი­ნა გერ­მა­ნე­ლი მეც­ნი­ე­რი, რო­მე­ლიც მუ­შა­ობ­და ეგ­ვიპ­ტის იმ­ჟა­მინ­დელ პრე­ზი­დენტ გამალ აბ­დელ ნა­სერ­თან, რა­საც წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თვა თავი; მოგ­ვი­ა­ნე­ბით იგი მუ­შა­ობ­და გერ­მა­ნი­ა­ში. მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ოპე­რა­ცი­ა­ში Diamond - ში, რომ­ლის მი­ზა­ნიც ერა­ყე­ლი მფრი­ნა­ვის მუ­ნირ რე­დფას გა­და­ბი­რე­ბა იყო.

მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია უკი­დუ­რე­სად გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი იყო, ვიდ­რე უწყე­ბის მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე არ გა­მოჩ­ნდა. დღემ­დე ბევ­რი რამ "ჩრდი­ლის ქა­ლის" შე­სა­ხებ კვლა­ვაც უც­ნო­ბია, მას­ზე ძა­ლი­ან მწი­რი ცნო­ბე­ბი იძებ­ნე­ბა. გააგრძელეთ კითხვა