"სამი შვი­ლიშ­ვი­ლი ობ­ლად და­მი­ტო­ვა. ცო­ცხლად და­მიწ­ვა შვი­ლი. ეს იყო გან­ზრახ ჩა­დე­ნი­ლი" - სასტიკად მოკლული ქალის დედა ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობას ითხოვს - კვირის პალიტრა

"სამი შვი­ლიშ­ვი­ლი ობ­ლად და­მი­ტო­ვა. ცო­ცხლად და­მიწ­ვა შვი­ლი. ეს იყო გან­ზრახ ჩა­დე­ნი­ლი" - სასტიკად მოკლული ქალის დედა ბრალდებულისთვის უვადო პატიმრობას ითხოვს

გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და თი­ა­ნეთ­ში. 24 წლის გა­ლი­ნა ნო­ზა­ძე, რო­მელ­საც ქმარ­მა ბენ­ზი­ნი გა­და­ას­ხა და ცე­ცხლი წა­უ­კი­და, კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ის ჭი­ა­თუ­რა­ში მა­მის გვერ­დით დაკ­რძა­ლეს.

სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის დედა თით­ქმის ერთი თვე კლი­ნი­კა­ში ებ­რძო­და სიკ­ვდილს. ექი­მე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დნენ მის გა­და­სარ­ჩე­ნად, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, მის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი იმ­დე­ნად მძი­მე აღ­მოჩ­ნდა, რომ მე­დი­კო­სე­ბი უძ­ლუ­რე­ბი იყ­ვნენ. 10 დე­კემ­ბერს გა­ლი­ნა კლი­ნი­კა­ში ისე გარ­და­იც­ვა­ლა, რომ მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებ­ზე ოჯა­ხის წევ­რებ­თან არ უსა­უბ­რია.

მოკ­ლუ­ლი ქა­ლის დე­დამ დღეს მცხე­თის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა და მისი სი­ძის მი­მართ უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა მო­ი­თხო­ვა. შემ­დე­გი სხდო­მა 5 მა­ისს არის ჩა­ნიშ­ნუ­ლი, რა დრო­საც, სა­ვა­რა­უ­დოდ მო­სა­მარ­თლე გა­ნა­ჩენს გა­მო­ი­ტანს.

"ჯან­მრთე­ლი შვი­ლი ჩა­ვა­ბა­რე თე­მურ ყა­რა­ლაშ­ვილს. ის უნდა და­ი­სა­ჯოს უვა­დო პა­ტიმ­რო­ბით, რად­გან სამი შვი­ლიშ­ვი­ლი ობ­ლად და­მი­ტო­ვა. ცო­ცხლად და­მიწ­ვა შვი­ლი. ეს იყო გან­ზრახ ჩა­დე­ნი­ლი, სას­ტი­კად ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბა. მას მას იმის­თვის არ ჩა­ვა­ბა­რე შვი­ლი, რომ ბენ­ზი­ნი გა­და­ეს­ხა და და­ეწ­ვა. მინ­დო­და ოჯა­ხი შე­ექ­მნათ. გააგრძელეთ კითხვა