"ბრწყინვალე რეჟისორია! მისი მოხსნა ძალიან დიდი უსამართლობაა, მაგრამ..."
გუშინ, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კულტურის სამინისტრომ მოულოდნელად გაათავისუფლა ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დავით დოიაშვილი. მართალია, ამ გათავისუფლების მიზეზად სამინისტროს მხრიდან თეატრში შემოქმედებითი პროცესის შეფერხება დასახელდა, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას, თავად რეჟისორის და თეატრალური საზოგადოების დიდი ნაწილი პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს. ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობები ამბობენ, რომ დოიაშვილს არსად უშვებენ.
დავით დოიაშვილის თანამდებობიდან მოხსნაზე აზრი გაგვიზიარა ყველასთვის საყვარელმა მსახიობმა ლეო ანთაძემ:
"ახლახან მითხრეს ეს ამბავი, როგორც გავიგე, თეატრალური საზოგადოებიდან ძალიან ბევრია აღშფოთებული და მეც მათ ვუერთდები. დავით დოიაშვილის რანგის რეჟისორებს ქუჩაში კი ვერ მონახავ! თითზე ჩამოსათვლელია მისი მსგავსი ხელოვანი, ბრწყინვალე რეჟისორია! მისი მოხსნა ძალიან დიდი უსამართლობაა, მაგრამ...