ზახაროვას გზავნილი რუსეთიდან:"მზად ვართ საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენისთვის, იმდენად შორს წავალთ, რამდენადაც მზად არის თბილისი" - კვირის პალიტრა

ზახაროვას გზავნილი რუსეთიდან:"მზად ვართ საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენისთვის, იმდენად შორს წავალთ, რამდენადაც მზად არის თბილისი"

"მზად ვართ სა­ქარ­თვე­ლოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნის­თვის, იმ­დე­ნად შორს წა­ვალთ, რამ­დე­ნად მზად არის თბი­ლი­სი", - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, მა­რია ზა­ხა­რო­ვამ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

ზა­ხა­რო­ვას თქმით, 2024 წელს სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან “უდა­ვოდ პო­ზი­ტი­უ­რი სიგ­ნა­ლე­ბი” გაჟ­ღერ­და, კონ­კრე­ტუ­ლად, ბო­დი­შის მოხ­დის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე.“ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ისი­ნი [სიგ­ნა­ლე­ბი] სა­ქარ­თვე­ლოს აფხა­ზეთ­თან, სამ­ხრეთ ოსეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბის კონ­კრე­ტულ ნა­ბი­ჯებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და ზა­ხა­რო­ვამ.

მისი თქმით, რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­წყვე­ტა რუ­სე­თის გამო არ მომ­ხდა­რა, არა­მედ ამა­ში დამ­ნა­შა­ვეა “პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მა­შინ­დე­ლი რე­ჟი­მი”.

"ინტერპრესნიუსი"