"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" უნდა დას­რულ­დეს, მათი წას­ვლა უნდა მო­ვი­თხო­ვოთ" - კვირის პალიტრა

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" უნდა დას­რულ­დეს, მათი წას­ვლა უნდა მო­ვი­თხო­ვოთ"

"ეს იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რეპ­რე­სია - უნდა დას­რულ­დეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, ეს გზა არის ერ­თა­დერ­თი, ეს გზა უნდა მომ­წიფ­დეს ადა­მი­ა­ნებ­ში და უნდა მიხ­ვდნენ, რომ მათი წას­ვლა უნდა მო­ვი­თხო­ვოთ", - ამის შე­სა­ხებ მსა­ხი­ობ­მა, ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც "ვასო აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რის“ ხელ­მძღვა­ნე­ლის, და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მისი შე­ფა­სე­ბით, დო­ი­აშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მხო­ლოდ ერთი სფე­როს პრობ­ლე­მა არ არის.

"უნდა დას­რულ­დეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ - ეს გზა არის ერ­თა­დერ­თი. ეს გზა უნდა მომ­წიფ­დეს ადა­მი­ა­ნებ­ში და უნდა მიხ­ვდნენ, რომ მათი წას­ვლა უნდა მო­ვი­თხო­ვოთ... ეს იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რეპ­რე­სია. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მიჩ­ვე­უ­ლე­ბი არ არი­ან და არ ეს­მით, რას ნიშ­ნავს სო­ლი­და­რო­ბა.

ერთი გა­მო­დის ეკ­რა­ნი­დან და იძა­ხის: მეს­მის ადა­მი­ა­ნე­ბი ფულს თავს სწი­რავ­დნენ, მაგ­რამ იდე­ას რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ვინ­მე შე­ე­წი­რო­სო - ასე ამ­ბო­ბენ პირ­და­პირ.

მე­ო­რე გა­მო­დის გუ­შინ და ამ­ბობს, რომ ახა­ლი გმი­რე­ბი არ შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დნე­ნო. ისი­ნი ახალ გმი­რებს თა­ვი­სი მოქ­მე­დე­ბით აჩე­ნენ, რად­გან ადა­მი­ა­ნე­ბი არ თმო­ბენ თა­ვის პრინ­ცი­პებს. ამის ჩაკ­ვლა უნ­დათ.

ეს არ არის მხო­ლოდ ერთი სფე­როს პრობ­ლე­მა. თუნ­დაც, როცა მე­შახ­ტეს უშ­ვე­ბენ სამ­სა­ხუ­რი­დან, მთე­ლი სფე­რო უნდა დგე­ბო­დეს ერ­თად. რო­დე­საც მუ­შე­ბი გზას აგე­ბენ და 3 თვე უხელ­ფა­სოდ ამუ­შა­ვე­ბენ - ამის შემ­დეგ მთე­ლი სფე­რო რომ გა­ი­ფი­ცე­ბა და ხმას ამო­ი­ღებს, მა­შინ ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს ვერ გა­უ­ბე­დავს. სო­ლი­და­რო­ბის გა­რე­შე ამ ქვე­ყა­ნა­ში არა­ფე­რი არ იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ტო­ზიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლი "ვასო აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რის“ ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზებს გან­მარ­ტავს და აცხა­დებს, რომ სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან "არა­ერ­თგზის გაფრ­თხი­ლე­ბის“ მი­უ­ხე­და­ვად, "ვასო აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის მუ­სი­კა­ლუ­რი კო­მე­დი­ი­სა და დრა­მის პრო­ფე­სი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რის“ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა სა­დამ­ფუძ­ნებ­ლო მიზ­ნე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ "ვალ­დე­ბუ­ლე­ბას არ ას­რუ­ლებ­და“, ხოლო "სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან მი­ღე­ბუ­ლი უწყვე­ტი და­ფი­ნან­სე­ბის პი­რო­ბებ­ში, თე­ატ­რში შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სი თვე­ე­ბის მან­ძილ­ზე შე­ჩე­რე­ბუ­ლი იყო“.

შე­გახ­სე­ნებთ, ვასო აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელ­მა რამ­დე­ნი­მე თვის წინ "საპ­რო­ტეს­ტო მა­ნი­ფეს­ტი“ გა­მო­ა­ცხა­და. თე­ატ­რი, რომ­ლის მსა­ხი­ო­ბი ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ზეა და­კა­ვე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე თვეა გა­ფი­ცუ­ლია.

ambebi.ge