"დავით დოიაშვილის მოხსნა ადამიანურად არ შეიძლებოდა... მსახიობი დაუჭირეს, უნდა გააპროტესტოს, აბა რა უნდა ქნას!?" - რას ამბობს ზურა ყიფშიძე?
16 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კულტურის სამინისტრომ მოულოდნელად გაათავისუფლა ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დავით დოიაშვილი.
"ვწევარ, ავად ვარ და აზრზე არ ვარ, რა ხდება..." - ზურა ყიფშიძე დავით დოიაშვილის გათავისუფლებაზე
ამ საკითხზე პოზიციის გამოხატვა აღიარებულ მსახიობს ზურა ყიფშიძეს ვთხოვეთ, რომელმაც გვითხრა, რომ ავად იყო, თავს ძალიან ცუდად გრძნობდა და საუბარი არ შეეძლო. ამჯერად მსახიობი ამბობს, რომ არ სურს საზოგადოება გაურკვევლობაში იყოს, თუ როგორია მისი პოზიცია და მოკლე კომენტარით შემოიფარგლება...
- არ შეიძლება ხელოვნება ასე მჭიდროდ იყო პოლიტიკასთან დაკავშირებული! კაცო, მსახიობი დაუჭირეს, უნდა გააპროტესტოს, აბა რა უნდა ქნას!? არ ვიცით, რა ქნა იმ მსახიობმა. მე მგონია, არაფერი არ უქნია, რა დააშავა კაცმა არ იცის... ეს ყველაფერი იმას არ ნიშნავს, რომ მთავარი რეჟისორი მოხსნა.გააგრძელეთ კითხვა