ქვეყნის მასშტაბით ელექტრომომარეგების შეწყვეტის თაობაზე „ენერგო-პრო ჯორჯია” განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

ქვეყნის მასშტაბით ელექტრომომარეგების შეწყვეტის თაობაზე „ენერგო-პრო ჯორჯია” განცხადებას ავრცელებს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, საქართველოს რამდენიმე რაიონისთვის ელექტროენერგიის მიწოდების წყვეტა მათი მიზეზით არ მომხდარა.

აღნიშნულის შესახებ „ენერგო-პრო ჯორჯია“ განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს რამდენიმე რაიონისთვის ელექტროენერგიის მიწოდების წყვეტა სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მიზეზით არ მომხდარა

დღეს, დღის პირველ ნახევარში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში დაფიქსირდა ელექტროენერგიის მასშტაბური წყვეტა. სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ავარიას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, აღნიშნული აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა კომპანიის მიზეზით არ მომხდარა”,- ნათქვამია განცხადებაში.