ონთან 3.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - კვირის პალიტრა

ონთან 3.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქალაქ ონთან მიწისძვრა მოხდა.

კერძოდ, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა ქალაქ ონთან, თბილისის დროით 14:50 საათზე მოხდა, რომელიც 3.6 (ML) მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.