"მთელი სოფელი დასტირის დიმას... სიცოცხლით სავსე, უბოროტო ბიჭი იყო" - ცნობილია ჩუმლაყში მოკლული 31 წლის ბიჭის ვინაობა
კიდევ ერთი მკვლელობა კახეთში. გვიან ღამით გურჯაანში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. მკვლელობა სოფელ ჩუმლაყში მოხდა. ადგილობრივების თქმით, მოკლულია 31 წლის დიმიტრი ჯავახიშვილი.
მომხდარი სავარაუდოდ შურისძიებას და მხარეებს შორის წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება.შემთხვევა, სოფლის ცენტრში ღამით მოხდა სადაც დამნაშავემ ახალგაზრდა კაცს რამდენჯერმე ესროლა და მიმალა.
"ძალიან კარგი ბიჭი იყო, სიცოცხლით სავსე, უბოროტო... მთელი სოფელი დასტირის" - ჰყვებიან ადგილობრივები.
სროლის დროს დაიჭრა იქვე მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი. ექიმის თქმით მას ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება საავადმყოფო დატოვა. რა გახდა მკვლელობის ზუსტი მოტივი, ამის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.