ლაშა ბექაური ევროპის ჩემპიონატსაც ჩაეხსნა - ვინ შეცვლის მას?
მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში 23-26 აპრილს ძიუდოში 2025 წლის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. აღნიშნულ ტურნირს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური ჩაეხსნა.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდიდან ვიგებთ, რომ ბექაურის ნაცვლად, 90 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ჯაბნიაშვილი იასპარეზებს.ლაშა ბექაურს პარიზის ოლიმპიური თამაშების შემდეგ არცერთ ტურნირზე მონაწილეობა არ მიუღია. შეგახსენებთ, რომ ქართველი ძიუდოისტი მარტში თბილისში გამართული გრანდ სლემის წინასწარ სიაშიც იყო, თუმცა ტურნირს მოგვიანებით ჩაეხსნა.
წყარო