"გიგას შევჩივლე, მგონი დავიღუპეთ, მიშას თავი წმინდა გიორგი ჰგონია - მეთქი" - რას იხსენებს თამარ ჩერგოლეიშვილი ზურაბ წერეთელზე?!
ზურაბ წერეთელი გარდაცვლილა.
რევოლუციის შემდეგ, მალევე სტრასრბურგიდან მოკლე მივლინებით თბილისში ჩამოვედი და მიშაც ვნახე - კანცელარიაში იჯდა მაშინ და დავხედე. გახარებულმა გამომირბენინა რაღაც ოქროს ძეგლის პროექტი. მეთქი ეს სიმახინჯე რაღაა. ესო წმინდა გიორგიაო, თავისუფლების მოედანზე უნდა დავდგაო. მეთქი ავტორი ვინაა? ვინო და წერეთელიო. მეთქი მიშა - სირცხვილია, რუს მოქანდაკეზეა საუბარი. სწრაფად აკეთებს და იაფადო
.მერე გამახსენდა, რომ 23 ნოემბერიც გიორგობაა და 6 მაისიც, შევარდნაძის და ასლან აბაშიძის მარცხის დღეები და საკუთარ თავთან აიგივებდა წმინდა გიორგისთან - თავის თავს უდგამდა ძეგლს.
კი შევჩივლე გიგას (არ იყო მაშინ ჩემი ქმარი და არც გეგმაში გვქონია ოჯახის შექმნა) - მგონი დავიღუპეთ, თავი წმინდა გიორგი ჰგონია მეთქი.ვჭმუნავდი, მაგრამ ნახევრად ხუმრობით - არ მქონია ბოლომდე გაცნობიერებული ამ სიმბოლიზმის რეალიზმი.მოგვიანებით, უკვე მეორე ვადაში - ნოლანის ბეტმენის ფრაზაც ყურში გამეჭედა - ან სუპერგმირად კვდები, ან საკმარისად დიდხანს ცოცხლობ, რომ იმ ურჩხულად გადაიქცე, ვისაც ებრძოდი - წმინდა გიორგის ობელისკს ვუკავშირებდი და იმის გამ, ო რომ ფიქრების ვიზუალიზაცია ჩემი თანდაყოლილი რბოლაა - რამდენჯერაც თავისუფლების მოედანზე ჩავივლიდი, იმდენჯერ ტრიალდებოდა ძეგლი და ურჩხული და წმინდა გიორგი როლებს ცვლიდნენ, ურჩხულს მიშას სახე ეძლეოდა ჩემს წარმოსახვაში.
მართლაც, გავიდა წლები და თვითგამოცხადებულმაწმინდა გიორგიმ ჯღან უცხოელებზე დაიწყო ჯვარის ქნევით საუბარო და რესპუბლიკანიზმი ქართული ტრადიციების მტრობად გამოაცხადა.
ხოლო მოგვიანებით, რუსულ რეჟიმს ეხვეწა, ოღონდ მე (!!!) გამათავისუფლეთ და საქართველოს დედაც ვატირე, სულ გადმოგიფორმებთ პარტიასო.
ნეტა დაწერა ბიძინამ ნიცშეს კრიტიკა?
"ინტერპრესნიუსი"