"მოსახლეობა დიდი ხანია, ვითხოვთ ამ ტბის გაუქმებას... ეს ტბა ძალიან საშიშია, ნაპირი არ გააჩნია..." - რას ჰყვებიან ტრაგედიაზე, რომელსაც მამა და ორი შვილი ემსხვერპლა
თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო ხოდაშენში გლოვაა. იქ მცხოვრები მამაკაცი და მისი მოზარდი შვილები ტრაგიკულად დაიღუპნენ.
გარდაცვლილები არიან გია ბურნაძე და მისი 11 და 13 წლის ბიჭები. არსებული ინფორმაციით, მამა-შვილებს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ და გუშინ იპოვეს. გია ბურნაძე და მისი ორი ვაჟი სტუმრად იმყოფებოდნენ გარდაბნის რაიონში, სოფელ სოფელ ფოლადაანთკარში, სადაც ტბაში დაიხრჩვნენ.ცნობილი ხდება, რომ ტრაგედია იმ დროს მოხდა, როცა ისინი სათევზაოდ იყვნენ წასულები.
ადგილობრივები გვიყვებიან, რომ ტბა, სადაც ტრაგედია მოხდა, საშიშია და მის გაუქმებას დიდი ხანია, ითხოვენ. მათივე თქმით, ყველაზე ცუდი ის არის, რომ ტბა სკოლასთან ახლოს არის.
"ჩვენს სოფელში დატრიალდა ეს ტრაგედია. დეტალები არ ვიცი, როგორ მოხდა ეს უბედურება, ვუსამძიმრებ ოჯახს. მოსახლეობა დიდი ხანია, ვითხოვთ ამ ტბის გაუქმებას, ეს არ არის ტბა, ეს არის წყალსაცავი იმისთვის, რომ მოირწყას ჩვენი და კიდევ რამდენიმე სოფელი. არანაირი ნაპირი არ გააჩნია, სიღრმე მინიმუმ 7 მეტრი ექნება და ზედ დგას სკოლა. ახლა სკოლას გაავლეს ღობე, მანამდე სულ ღია იყო, ბავშვები უკან გადიან და ბანაობენ. შეიძლება სკოლის დროს არ გადიან და სკოლა აკონტროლებს სიტუაციას, მაგრამ გაკვეთილების დამთავრების მერე გადადიან იქ ბავშვები და ჩადიან საბანაოდ. ერთი შვილი მყავს და რომ გავიგე იქ იყო ჩასული, ეს ამბავი შოკი იყო ჩემთვის. გააგრძელეთ კითხვა