"სანდრო გამოჯანმრთელდა! ძალიან რთული დღეები გამოვიარეთ" - გიორგი გოჩოლეიშვილის შვილმა ლეიკემია დაამარცხა - კვირის პალიტრა

"სანდრო გამოჯანმრთელდა! ძალიან რთული დღეები გამოვიარეთ" - გიორგი გოჩოლეიშვილის შვილმა ლეიკემია დაამარცხა

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლის, გი­ორ­გი გო­ჩო­ლე­იშ­ვი­ლის შვილ­მა ლე­ი­კე­მია და­ა­მარ­ცხა და უკვე სახ­ლშია. ამის შე­სა­ხებ ფეხ­ბურ­თე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქვეყნებს:

screenshot-2025-04-22-174913-1745329813.png

"სან­დრო გა­მო­ჯან­მრთელ­და! ძა­ლი­ან რთუ­ლი დღე­ე­ბი გა­მო­ვი­ა­რეთ, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი უკვე უკან არის. მინ­და, გუ­ლით გი­თხრათ მად­ლო­ბა ყვე­ლა ადა­მი­ანს, ვინც ამ გზა­ზე გვედ­გა გვერ­დში. თქვენ­მა სი­ტყვებ­მა, ყუ­რა­დღე­ბამ და მხარ­და­ჭე­რამ ძა­ლი­ან გა­მაძ­ლი­ე­რა. მარ­თლა ბევ­რს ნიშ­ნავ­და და გაგ­ვი­ად­ვი­ლა ის რთუ­ლი გზა, რაც ერ­თად გა­ვი­ა­რეთ.

ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ნა­წი­ლი უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია. ახლა იწყე­ბა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია - და ჩვენ ამ ნა­წილ­საც ერ­თად გა­ვივ­ლით, იმა­ვე რწმე­ნით და იმე­დით.

კი­დევ ერთხელ დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის!" - წერს გო­ჩო­ლე­იშ­ვი­ლი ინსტაგრამის პირად გვერდზე.