კახეთში საკუთარი სახლის წინ მჯდომ ცოლ-ქმარს მანქანა დაეჯახა - ორივე ადგილზე დაიღუპა - კვირის პალიტრა

კახეთში საკუთარი სახლის წინ მჯდომ ცოლ-ქმარს მანქანა დაეჯახა - ორივე ადგილზე დაიღუპა

ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ საბუეში გვიან ღამით, მათსავე საცხოვრებელ სახლთან მოხდა.

თვითმხილველების თქმით, სწრაფად მოძრავი ავტომობილი საკუთარი სახლის ჭიშკართან მსხდომ ცოლ-ქმარს დაეჯახა. შედეგად ორივე ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"