ცნობები სტამბოლიდან, სადაც 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა (ვიდეო) - კვირის პალიტრა

ცნობები სტამბოლიდან, სადაც 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა (ვიდეო)

ცოტა ხნის წინ თურ­ქეთ­ში რამ­დე­ნი­მე მი­წისძვრა მოხ­და. ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი, 6.2 მაგ­ნი­ტუ­დის სიმ­ძლავ­რის მი­წისძვრის ეპი­ცენ­ტრი მარ­მა­რი­ლოს ზღვა­ში იყო და ბიძ­გე­ბი სტამ­ბოლ­ში იგ­რძნო­ბო­და.

ქვეყ­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, ალი იერ­ლი­კა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, სახ­ლე­ბის ან შე­ნო­ბე­ბის ჩა­მონ­გრე­ვის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით არ ფიქ­სირ­დე­ბა. ასე­ვე არ არის ინ­ფორ­მა­ცია და­ღუ­პულ­თა ან და­შა­ვე­ბულ­თა შე­სა­ხებ.

"ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ვის და­უ­რე­კავს 112-ში და დახ­მა­რე­ბა არ უთხო­ვია, რომ სახ­ლი ან შე­ნო­ბა ჩა­მო­ინ­გრა“, - გა­ნა­ცხა­და ალი იერ­ლი­კა­ი­ამ.

თურ­ქე­თის ტრან­სპორ­ტი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა, აბ­დულ­ქა­დირ ურა­ლ­ოღ­ლუმ აღ­ნიშ­ნა, რომ პირ­ვე­ლა­დი შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად, გზატ­კე­ცი­ლებ­სა და აე­რო­პორ­ტებ­ში და­ზი­ა­ნე­ბა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­მა სო­ცი­ა­ლურ პლატ­ფორ­მა X-ზე და­წე­რა, რომ "ვი­თა­რე­ბას ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბა“.

მი­წისძვრის ეპი­ცენ­ტრი მარ­მა­რი­ლოს ზღვა­ში იყო და ძლი­ე­რი ბიძ­გე­ბი სტამ­ბოლ­სა და მე­ზო­ბელ პრო­ვინ­ცი­ებ­ში იგ­რძნო­ბო­და.

ინ­ტერ­ნეტ­ში ვრცელ­დე­ბა ვი­დე­ო­ე­ბი, სა­დაც ძლი­ე­რი მი­წისძვრის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი ჩანს. მო­სახ­ლე­ო­ბა ქუ­ჩა­ში გა­მო­ვი­და და შე­ნო­ბებ­ში თა­ვის შე­ფა­რე­ბას ერი­დე­ბი­ან. თურ­ქუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტავ­და­პირ­ვე­ლად სა­ყო­ველ­ტა პა­ნი­კა იყო, თუმ­ცა ნელ-ნელა მღელ­ვა­რე­ბა ცხრე­ბა.

Sabah ავ­რცე­ლებს კად­რებს, სა­დაც ჩანს, რო­გორ გარ­ბი­ან მე­ჩე­თი­დან გა­რეთ ტუ­რის­ტე­ბი. ისი­ნი პა­ნი­კა­ში არი­ან. წაიკითხეთ ვრცლად