სამხრეთ კორეაში მცხოვრები ქართველი ბლოგერი სოფია კვინიკაძე ახალშობილ შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს - ფოტოები
სამხრეთ კორეაში მცხოვრებ ქართველ ბლოგერს სოფია კვინიკაძეს და მის კორეელ რჩეულს პირველი შვილი შეეძინათ. სასიხარულო ინფორმაციას ინფლუენსერი გამომწერებს თავად უზიარებს.
ახალშობილის დედა "ფეისბუქზე" წერს, რომ პატარას იოჰანე დაარქვეს:
"დაიბადა იოჰანე 22 აპრილს , დილის 8:37 ჩემი გამზრდელი ნარგიზა ბებოს დაბადების დღეზე".
„3,7 კილოგრამი დაიბადა თავქოჩორა ბიჭი. მეც მხოლოდ 20- წამიან ვიდეოში ვნახე, თომამ რაც გადაუღო და დაკუჭულ, ჭყინტ ყველს ჰგავს.
მე მგავს, კორეელის არაფერი ეტყობა ჯერჯერობით და ყველა შოკშია. 2 საათში არის ნახვა ბავშვის და თომა შეხედავს ფანჯრიდან, სურათი გადაუღოს იქნებ... ხვალ თუ მოვიკრებ ძალას და ავდგები, მეც წავალ სანახავად... შეიძლება, დამაჭერინონ კიდეც, მაგრამ ჩემთან არ მოჰყავთ...“, - წერია სოფიო "ინტაგრამზე" განთავსებულ სთორიში.