Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია! - კვირის პალიტრა

Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია!

Yandex Go-ს აპლიკაციის მეშვეობით, ქალაქ თბილისში,უკვე შესაძლებელი გახდაელექტროსკუტერების გამოყენება. სკუტერით გადაადგილება,საცობის პირობებში, როგორცგრძელ, ასევე მოკლე მანძილზე,უფრო სწრაფი და მარტივია. მისი გამოყენება შესაძლებელიაავტობუსის ან მეტროს უახლოეს გაჩერებამდე მისასვლელადაც.გარდა ამისა, ელექტროსკუტერით გასეირნება შესანიშნავი საშუალებაა სუფთა ჰაერზე მეტიდროის გასატარებლად.

სერვისით სარგებლობისთვის საკმარისია Yandex Go-ს აპლიკაციის განახლება უახლეს ვერსიამდე.

სკუტერის დაჯავშნის შემდეგ, მომხმარებელს ეძლევა -უფასო 10 წუთი,ადგილზემისასვლელად.

dsc06551-1-copy-2-1745494749.jpg

მგზავრობის ღირებულებაა 1წუთი/0,28₾, ხოლო სურვილის შემთხვევაში,შესაძლებელია 15, 50 ან 100-წუთიანი აბონემენტის შეძენაც.

ასევე, ხელმისაწვდომია ერთთვიანი აბონემენტი, რომლის მეშვეობითაც მგზავრობაზე 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. გადასახადი ავტომატურად ჩამოიჭრება აპლიკაციაზე მიბმული ბარათიდან.

ელექტროსკუტერის დაქირავება ნებადართულია 18 წლიდან. ერთი ანგარიშიდან შესაძლებელია ერთდროულად სამი სკუტერის დაჯავშნა, რაც ძალიან მოსახერხებელია ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად მგზავრობისას. სკუტერების დაქირავება შეიძლება როგორც აპლიკაციაში, ღილაკის - „ყველანი ერთად“ გააქტიურებით, ასევე სკუტერზე განთავსებული QR-კოდის დასკანერებით.

მგზავრობის დაწყების წინ,მომხმარებელი მიიღებს მარტივ ინსტრუქციას სკუტერის გამოყენების შესახებ.

ხალხმრავალ ადგილებში, სკუტერი ავტომატურად ამცირებს სიჩქარეს. ასეთი ზონები რუკაზე სპეციალურად არის მონიშნული. იმ ტერიტორიებზე კი, სადაც გადაადგილება აკრძალულია, სკუტერი თანდათან ამცირებს სიჩქარეს და სრულად ჩერდება.

(R)