ნათია ფანჯიკიძის გეოპოლიტიკური პროგნოზი - "სწორია,  რომ არაფერს თმობს ზელენსკი..." - კვირის პალიტრა

ნათია ფანჯიკიძის გეოპოლიტიკური პროგნოზი - "სწორია,  რომ არაფერს თმობს ზელენსკი..."

"სწორია, რომ არაფერს თმობს ზელენსკი. ჩვენც რომ არ ვთმობთ აფხაზეთს და სამაჩაბლოს, მხოლოდ იმიტომ კი არა, რომ ჩვენი ტერიტორიების და თავიანთ სახლებში დევნილების დაბრუნება გვინდა, დამატებით იმიტომ, რომ ეს ორი მხარე თუ წაიღო რუსეთმა, შემდეგ ჯავახეთს აგვიფეთქებს და ასე მორიგეობით, რამდენი საზღვარიც გვაქვს", - ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს.

"რუსეთს სხვანაირად არსებობა არ შეუძლია, უუნაროა დაკავდეს საკუთარი დამპალი ეკონომიკური, მორალური და კულტურული განვითარებით, რომ როდესმე ცივილიზებულ ქვეყნებს შორის გახდეს თანაბარი და არა დიქტატურებს შორის ხედავდეს თავს. რუსეთი თუ სასაკლაოს არ აწყობს, მნიშვნელობას ვერ იძენს და ყურადღებას ვერ იმსახურებს. ერთი ბარტყის გადაგდებით ვერ გააძღობ, ვერც ყველა ბარტყის გადაგდებით", - წერს ფანჯიკიძე.