"ჩვენ თვითონ უნდა ჩავატაროთ არჩევნები სექტემბერში, გვყავს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - ადამიანი, რომელმაც შეიძლება დანიშნოს ეს არჩევნები" - პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე ვიდეოს ავრცელებს - კვირის პალიტრა

"ჩვენ თვითონ უნდა ჩავატაროთ არჩევნები სექტემბერში, გვყავს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - ადამიანი, რომელმაც შეიძლება დანიშნოს ეს არჩევნები" - პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე ვიდეოს ავრცელებს

მსოფ­ლიო ბანი პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვიდეოს ავრცელებს:

"რუსთაველის გამზირზე იკრიბება ძალიან ბევრი ჭკვიანი და პატრიოტი ადამიანი, უფრო სწორედ ბევრად ჭკვიანი, ვიდრე პარლამენტში სხედან, ადამიანების ვისაც შესტკივათ გული საქართველოს ევროპულ მომავალზე, რომელიც ფიქრობენ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანა დავიხსნათ ამ მავნებლებისგან და როგორ ჩავატაროთ არჩევნები. იქ ვარ სულ, ვისაუბროთ და ამ საუბრის დროს მოდის საღი აზრები. მარტო გზის გადაკეტვა და პროტესტი თავის საქმეს კი აკეთებს, მაგრამ საკმარისი არ არის..."ჩვენ თვითონ უნდა ჩავატაროთ არჩევნები სექტემბერში, გვყავს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ადამიანი, რომელმაც შეიძლება დანიშნოს ეს არჩევნები" - ამბობს ვიდეომიმართვაში პაატა ბურჭულაძე.