"ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია ყოფილ შეყვარებულს თავს დაესხა, ქალს ორივე ფეხი მოტეხა და..." - რას წერს რუსული მედია
მოსკოვის ოლქის ვაჭრობის ყოფილმა მინისტრმა, ბიზნესმენმა მიხეილ ხუბუტიამ თავისი ყოფილი შეყვარებული იულია ვანი სცემა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ხუბუტიამ ყოფილ შეყვარებულს ორივე ფეხი მოტეხა, სანამ მათ ქალიშვილს მეზობელ ოთახში ეძინა. შემთხვევა სოფელ ტრიოხგორკაში მოხდა, სადაც იულია ვანი ცხოვრობს. 2024 წლის დეკემბრამდე მათ სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდათ. რუსული მედიის ცნობით, მას შემდეგ, რაც იულია ვანი ბიზნესმენს დაშორდა, ხუბუტიამ მას მუქარები დაუწყო.
ქალის ახლობლების თქმით, ხუბუტია ვანს შეჰპირდა, რომ შვილს თავისთან წაიყვანდა, წაართმევდა მთელ ქონებას, თავად იულიას კი ფსიქიატრიულ საავამდყოფოში ჩააბარებდა.
25 აპრილის ღამეს ის იულიას სახლში შეიჭრა და ქალს თავს დაესხა. ქალმა ძიძას დაუძახა საშველად, რომელმაც პოლიცია გამოიძახა.
პოლიციის მისვლისას ხუბუტია უკვე წასული იყო. ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმისას ხუბუტია ჩაქუჩს ან ცულს იყენებდა.