"შარშან აკვნით ხელში ავედი მოსალოცად და 7-წლიანი უნაყოფობის შემდეგ დაიბადა ლუკა" - "წაჩხურობის" სასწაული
ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს დღესასწაული "წაჩხურობა" აღინიშნება. ამ დღეს წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში მოსალოცად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან.
მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის თანახმად, მომლოცველებმა გზა ტაძრამდე ფეხით უნდა გაიარონ. შვილის მომლოდინე მორწმუნეებს თან პატარა აკვნები და სხვადასხვა შესაწირი მიაქვთ.
ერთ-ერთ- მომლოცველი, რომელიც გასულ წელს სალოცავში მეუღლესთან ერთად ავიდა, თიკო სირაძეა. AMBEBI.GE-ს თიკო უყვება, რომ 7 წელია, დაოჯახებულია.
შარშან გადაწყვიტეს წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია მოელოცათ და 1 წლის შემდეგ მოხდა სასწაული, დაიბადა ლუკა."7 წელია დაქორწინებული ვარ, 7-წლიანი უნაყოფობა იყო... მედიცინაც იყო ჩარეული, 3 შეწყვეტილი ფეხმძიმობა მქონდა მანამდე, გულის ცემა უწყდებოდა ნაყოფს, წაჩხურობა შარშან მოვილოცეთ და დაიბადა ლუკა, წელს კი ლუკასთან ერთად მოვილოცეთ" - გვეუბნება თიკო.
"შარშან აკვნით ხელში და ძალიან დიდი იმედით მოვილოცეთ წაჩხურის დღესასწაული! წელს კი სამადლობლად შვილით ხელში უამრავი წყვილის საიმედოდ მოვილოცეთ წაჩხურობა! გააგრძელეთ კითხვა