ვიტალი კლიჩკოს სენსაციური განცხადება - "ტერიტორიების დათმობა უსამართლობაა, მაგრამ..." - კვირის პალიტრა

ვიტალი კლიჩკოს სენსაციური განცხადება - "ტერიტორიების დათმობა უსამართლობაა, მაგრამ..."

შესაძლოა, სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად უკრაინას ტერიტორიის ნაწილის დროებით დათმობა მოუწიოს, - ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქის კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ BBC-ის განუცხადა.

„ერთ-ერთ სცენარს ტერიტორიის დათმობა წარმოადგენს. ეს უსამართლობაა, მაგრამ მშვიდობის მიღწევისთვის, დროებითი მშვიდობისთვის, შესაძლოა, დროებითი გამოსავალი იყოს“, - განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.

კლიჩკოს თქმით, მოლაპარაკებების პროცესში არ მონაწილეობს.

„ეს ჩემი ფუნქცია არ არის. ეს პრეზიდენტ ზელენსკის ფუნქციას წარმოადგენს“, - აღნიშნა კლიჩკომ.

"ინტერპრესნიუსი"