მოსკოვში გენერალი ააფეთქეს - დაღუპულია გენშტაბის ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - კვირის პალიტრა

მოსკოვში გენერალი ააფეთქეს - დაღუპულია გენშტაბის ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

მოსკოვის ოლქში ავტომობილის აფეთქების შედეგად, რუსეთის გენშტაბის მთავარი ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, რუსეთის გენშტაბის მთავარი ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გენერალი იაროსლავ მოსკალიკი ქალაქ ბალაშიხაში, ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა.

რუსული „ტელეგრამ“ არხების ინფორმაციით, აფეთქება გენერალ იაროსლავ მოსკალიკის სახლთან მოხდა.

ბომბის აფეთქების შედეგად გენერალ იაროსლავ მოსკალიკის დაღუპვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაადასტურა

"ინტერპრესნიუსი"