"მათი ურთიერთობა ჯოჯოხეთს ჰგავდა" - ვინ არის ქალი, რომელსაც მიხეილ ხუბუტია ცულით გაუსწორდა და რა არის ცნობილი ბიზნესმენის პირველ ოჯახსა და გარდაცვლილ ვაჟზე
უკვე რამდენიმე საათია, რუსული მედიის წამყვანი საინფორმაციო არხები, მოსკოვის ოლქის ყოფილი ვაჭრობის მინისტრის, ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას შესახებ წერენ. გავრცელებული ინფორმაციით, მან სასტიკად სცემა თავისი ყოფილი შეყვარებული იულია ვანი.
დაახლოებით 11 საათზე ხუბუტია იულია ვანის სახლში შეიჭრა, რომელიც მდებარეობს ოდინცოვოს რაიონის სოფელ ტრეხგორკაში და თავს დაესხა მას. ამ დროს მეზობელ ოთახში პატარა გოგონას, დაზარალებულისა და ექს-მინისტრის საერთო ქალიშვილი, ეძინა.ცემისა და ყვირილის გაგების შემდეგ, ბავშვის ძიძამ სახლში პოლიცია გამოიძახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ვანი მძიმე მდგომარეობაში, თითქმის უგონო მდგომარეობაში იპოვეს, ქალი, კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც აქამდე რჩება.
დღეს დილით გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც ვანი თავად ჰყვება მომხდარის შესახებ.
"მან მცემა. სულ სისხლში ვარ. მიშა… მიხეილ ხუბუტია. ის ცულით მოვიდა და მცემა. ხელები სულ დაჭრილი მაქვს, ფეხები სულ დაჩეხილი...“ - ვიდეოში დაზარალებული გაჭირვებით საუბრობს და სისხლიან სხეულის ნაწილებს აჩვენებს.
ამჟამად იულიას მდგომარეობას ექიმები აკვირდებიან, მას უკვე გაუკერეს ხელებსა და ფეხებზე ღრმა ჭრილობები. საავადმყოფოს პალატაში მისცა სამართალდამცველებს ჩვენება. გოგონას თქმით, ოჯახში ძალადობის შემთხვევები ადრეც ყოფილა – სამი წლის წინ ყოფილი პარტნიორის ცემის შემდეგ იულიამ ტვინის შერყევა მიიღო, თუმცა მაშინ მომხდარი არ გაუსაჯაროებია.
მათი ურთიერთობა ჯოჯოხეთს ჰგავდა: მიხეილი გამუდმებით აკონტროლებდა საყვარელ ქალს და მისგან დეტალურ ანგარიშებს მოითხოვდა. ახლა კი ვანს საკუთარი თავისა და ქალიშვილის გამო ეშინია, ამიტომ სურს, რომ ხუბუტია თავისი საქციელისთვის დაისაჯოს.
"მიხეილი მოითხოვდა, მეთქვა, სად ვიყავი და ვისთან, რას ვაკეთებდი. ამბობდა, რომ სურდა ჩემთან დაბრუნება, შემდეგ ხელებზე მომიჭირა, ვიკივლე, მან კი ცული ამოიღო. ოთხი წლის წინ ტვინის შერყევა მქონდა, მაშინ დავშორდით, რადგან არ მინდოდა მასთან ყოფნა, ის ტირანია, მორალურად მანადგურებდა, ჩემი ოჯახის წევრებს ემუქრებოდა. მეუბნებოდა, თუ არ დავემორჩილებოდი, ცხოვრებას გამინადგურებდა.