კონვერტი "გზავნილისთვის მომავალში" "პალიტრის" 28 აპრილისა და 5 მაისის ნომრებშიც დაგხვდებათ - დეტალური ინსტრუქცია (ვიდეო) - კვირის პალიტრა

კონვერტი "გზავნილისთვის მომავალში" "პალიტრის" 28 აპრილისა და 5 მაისის ნომრებშიც დაგხვდებათ - დეტალური ინსტრუქცია (ვიდეო)

„კვირის პალიტრის“ უპრეცედენტო პროექტი - „გზავნილი მომავალში“ გრძელდება.

მოქალაქეებს აქვთ შანსი, ძვირფას ადამიანებს, შთამომავლებს და თუნდაც ქვეყანას მისწერონ წერილი მომავალში. 2035 ან 2050 წელს თქვენი წერილის ადრესატები აუცილებლად შეიტყობენ, რომ მათ სახელზე წერილია.

ამისთვის გაზეთ “კვირის პალიტრის” 28 აპრილის ან 5 მაისის ნომერში, გაზეთის მე-11 და მე-12 გვერდზე დაგხვდებათ ჩანართი - ამოსაჭრელი ბარათი და კონვერტი.

როგორ დავამზადოთ კონვერტი

1. 12-ე გვერდზე იხილავთ კონვერტის ვარდისფერ შაბლონს. მის გარშემოა შავი კონტური, რომელზეც გამოსახულია მაკრატლები (მარჯვენა და მარცხენა მხარეს) იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ უნდა გამოჭრათ კონვერტი. მოიმარჯვეთ მაკრატელი, მიჰყევით შავ კონტურს და გამოჭერით კონვერტი.

490999158-1850679065692134-3001202036358165589-n-1745591021.png

2. გამოჭრილ ფურცელს უნდა მისცეთ კონვერტის ფორმა (ინსტრუქცია ნაჩვენებია ამავე გვერდზე).

488020664-573455455769765-6311523626315365038-n-1745591054.png

490996864-9651937088209024-8161928988275013556-n-1745591103.png

კონვერტი მზადაა და ახლა ბარათის ჯერია

491014419-692205426545808-6773957146545502900-n-1745591149.png

3. კონვერტთან ერთად დაგხვდებათ ბარათი. მას აწერია: ბარათი 2025 წლიდან. მასზე დაიტანეთ სასურველი ტექსტი. ეცადეთ, სათქმელი მოკლედ თქვათ.

487004019-651149201023666-6058962927341839019-n-1745591174.png

4. ბარათის ცალ მხარეს (12-ე გვერდზე) არის წყვეტილი ხაზი და მასზე გამოსახული მაკრატელი. სწორედ მისი მიხედვით გამოჭრით ბარათსაც.

490998622-1255629602680947-6957388696157445312-n-1745591204.png

როგორ და სად გამოვაგზავნოთ წერილი?

იმისთვის, რომ წერილი მომავალში გაიგზავნოს, საჭიროა, შეავსოთ აუცილებელი ინფორმაცია. თქვენს მიერ უკვე გაკეთებული კონვერტის მეორე მხარეს შესაბამის გრაფებში გარკვევით ჩაწერეთ მიმართვის ავტორის გვარი, სახელი, დაბადების წელი, საცხოვრებელი ადგილი.

491024811-1405305997161239-8312541671241523287-n-1745591237.png

როდის მივა ჩვენი გზავნილი ადრესატამდე?

კონვერტზე აღნიშნულია ორი წელი - 2035 და 2050. გადახაზეთ ერთ-ერთი და სწორედ თქვენს მიერ გადახაზულ წელს (მაგ. 2035) მიიღებს ადრესატი წერილს. ორივე ან არც ერთი თარიღის გადახაზვის შემთხვევაში, ძალაში შესულად ითვლება 2050 წელი.

491024806-2039336216553163-2042319726410681219-n-1745591276.png

როგორ მივაწოდოთ წერილი „კვირის პალიტრას“?

491004378-960425962654204-3449415113726492344-n-1745591304.png

ბარათი მოათავეთ კონვერტში, მიბრძანდით „ბიბლუსის“ შერჩეულ მაღაზიაში და კონვერტი ჩააგდეთ ბრენდირებულ ყუთში.

წერილის გაგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 31 მაისი.

490999158-575313741679672-3979210662625915269-n-1745591376.png

თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში მდე­ბა­რე „ბიბ­ლუ­სის“ იმ მა­ღა­ზი­ე­ბის მი­სა­მარ­თე­ბი, სა­დაც „გზავ­ნი­ლი მო­მავ­ლის­თვის“ ბრენ­დი­რე­ბუ­ლი ყუ­თე­ბი იქ­ნე­ბა გან­თავ­სე­ბუ­ლი.

თბი­ლი­სი - კან­დე­ლა­კის ქ. #7;

თბი­ლი­სი - ჭავ­ჭა­ვა­ძის გამზ. #2(„ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რეა“);

თბი­ლი­სი - ს/ც „გა­ლე­რია თბი­ლი­სი“,

თბი­ლი­სი - ს/ც „გლ­და­ნი მოლი“ 1-ელი სარ­თუ­ლი;

თბი­ლი­სი - ჭავ­ჭა­ვა­ძის გამზ. #74/76, მიშ­ვე­ლა­ძის #5;

თბი­ლი­სი - ვარ­კე­თი­ლი, კა­ლო­უბ­ნის # 41;

თბი­ლი­სი - ხი­ზა­ბავ­რის ქ.# 1;

თბი­ლი­სი - ცოტ­ნე და­დი­ა­ნის ქ. # 152;

თბი­ლი­სი - ს/ც ქარ­ვას­ლა, ცოტ­ნე და­დი­ა­ნის ქ. # 7;

თბი­ლი­სი - წე­რე­თე­ლის # 49/51;

თბი­ლი­სი - თემ­ქა 10კვ. 28 კორპ;

თბი­ლი­სი - ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი მე­გობ­რო­ბის #25;

თბი­ლი­სი - იო­სე­ბი­ძის # 49;

ბა­თუ­მი - შე­რიფ ხიმ­ში­აშ­ვი­ლის #29;

ბა­თუ­მი - აბა­ში­ძის და ვაჟა- ფშა­ვე­ლას კვე­თა 52/16.

რუს­თა­ვი - შარ­ტა­ვა­სა და ლო­მო­უ­რის ქუ­ჩე­ბის კვე­თა.

ზუგ­დი­დი - კოს­ტა­ვას ქ.# 28

სა­გუ­რა­მო - ქუჩა პირ­ვე­ლი.

გორი - სტა­ლი­ნის ქ # 9

სა­გა­რე­ჯო - აღ­მა­შე­ნებ­ლის ქ. # 16

მცხე­თა - სამ­ხედ­როს # 15

ქუ­თა­ი­სი - რუს­თა­ვე­ლის # 4

თე­ლა­ვი - ბახ­ტრი­ო­ნი­სა და სა­ა­კა­ძის ქუ­ჩე­ბის კვე­თა.

ხონი - ჭან­ტუ­რი­ას ქ# 11, (ყოფ.გა­მარ­ჯვე­ბის ქ.# 9)

ბა­კუ­რი­ა­ნი - აღ­მა­შე­ნებ­ლის # 14

ახალციხე - კოსტავას ქ. # 32

რა იქნება შემდეგ?

თქვენი გზავნილი მოთავსდება საგანგებოდ დამზადებულ სკივრში, დაილუქება და შეინახება ეროვნულ არქივის საცავში. გაფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი.

2035 ან 2050 წელს კი თქვენი წერილის ადრესატები აუცილებლად შეიტყობენ, რომ მათ სახელზე წერილია. შესაბამისი თარიღის დადგომისას გაზეთ „კვირის პალიტრაში“ და საიტზე www. kvirispalitra.ge გამოქვეყნდება ბარათის გამგზავნთა და ადრესატთა სია, რომლის საფუძველზეც ადრესატი შეიწყობს მის სახელზე არსებული გზავნილის შესახებ და მიიღებს რედაქციის მიერ მითითებულ მისამართზე.

ვიდეო: