7 წლის ბავშვზე ძალადობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო - კვირის პალიტრა

7 წლის ბავშვზე ძალადობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ სოფელში შვიდი წლის ბავშვზე ძალადობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.